ხვიჩას გოლი, მცირე ტრავმა და ბათუმელთა გამარჯვება თელავში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში ბათუმის „დინამომ“ გასვლაზე „თელავი“ 2:0 დაამარცხა.

მატჩმა თელავში დიდი ინტერესი გამოიწვია და ლამაზი სანახავი გამოდგა. თავიდან სტუმრებმა შეუტიეს და ალთუნაშვილმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. შემდეგ იერიშით მასპინძლებმა უპასუხეს და გოლის გატანა ჯიქიასა და მახარობლიძეს მეკარე კუპატაძემ არ დაანება. 30-ე წუთზე კი მოედნის ცენტრიდან კვარაცხელიამ დრიბლინგი წამოიწყო და სანიკიძის კარი დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მეათე შეხვედრაში მეექვსე გოლი გაიტანა. 39-ე წუთზე ტრავმა მიიღო ლობჯანიძემ, რომელიც ფლამარიონმა შეცვალა და მისი პასით ანგარიში დავითაშვილმა გაზარდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ
მცირე ტრავმა მიიღო ხვიჩამ და სავარაუდოდ თავის დაზღვევის მიზნით შეცვალეს.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეიცვალა, გეგუჩაძის გუნდმა გაიმარჯვა, უახლოეს მდევრებთან 5-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა და 25 მაისს „სამგურალს“ უმასპინძლებს, ხოლო „თელავი“, რომელსაც 20 ქულა აქვს, მეექვსე პოზიციაზეა და იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

თელავი. „კავკასიონი არენა“

თელავი - დინამო (ბთ) 0:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (30), 0:2 დავითაშვილი (40)

თელავი (3-4-1-2): სანიკიძე, თოლორდავა (კ), გიგაშვილი, თევზაძე, კაპანაძე, ფირანიშვილი (ქოჩლაძე 62), პავიშიჩი (მუჯირი 71), ჯიქია, აშორტია (გოშთელიანი 46), მახარობლიძე (კვერნაძე 62), ხაბულიანი (პარკინაშვილი 46)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): კუპატაძე, აზაროვი, რეხვიაშვილი, კობახიძე (კ), მამუჩაშვილი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ფალავანდიშვილი 79), კვარაცხელია (გაფრინდაშვილი 46), ბიძინაშვილი (ზარია 82), დავითაშვილი (ჯიღაური 79), ლობჯანიძე (ფლამარიონი 39)

მკითხველის კომენტარები / 13 /
აი, გუშინ ლაზანიამ გოლი გაიტანა ჰელას ვერონას რიგებში და ნახეთ. შორიდან ძალიან უხერხული ბურთი მიიღო, ჩამოიღო, 25 მეტრი ირბინა და შეასრულა. თუ ფიქრობთ რომ კვარაცხელიას ასეთი გოლის გატანა შეუძლია, კიდევ ვიტყვი რომ ნაპოლის დონის არის. არაპოპულარულს ვამბობ მაგრამ ასეთი ტალანტები ხომ აქამდეც გვინახავს ნაკრებში და ახლა ზოგი რომ თბილისის ლოკომოტივშია... ცოტა ნაკლები მოლოდინები რომ შევქმნათ ხოლმე, რომ მერე სასწაული იმედგაცრუება არ დაგვეუფლოს, არა? მე კომენტარები მინახავს ხალხის, რომ ტირის. რა დავაშავეთ, ჩვენ როდისღა უნდა გავიხაროთო - ერთი წერდა ნაკრების მორიგ წარუმატებლობაზე. შევქმნით ცრუ მოლოდინებს და გვგონია უკვე მსოფლიოზე ვართ გასული, როცა ჯგუფში გიბრალტარს თუ ვუსწრებთ.
odala
11:53 22-05-2022
13
ხვიჩამ საქართველოს ჩემპიონატი სრულიად შეცვალა. ძალიან დიდი გავლენა იქონია სხვა დანარჩენ კლუბებზე თუ მოთამაშეებზე, მომავალ და ახალ თაობებს კი ძალიან დიდ სტიმულს აძლევს კვარა..
რობი
03:43 22-05-2022
2

სიახლეები პოპულარული