ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
ქუთაისის „ტორპედოს“ კახა ჩხეტიანი გაწვრთნის. დღეს, 25 მაისს, 19:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც კლუბსა და ახალ მთავარ მწვრთნელს შორის თანამშრომლობას ხელი ოფიციალურად მოეწერება.

წარმოშობით ქუთაისელი კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი 2-ჯერ იყო. პირველად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს გუნდმა ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი „ტორპედომ“ საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. მისი თავკაცობით ქუთაისელებმა პირველად ითამაშეს ევროპალიგის პლეი-ოფში. მეორედ კახა ჩხეტიანი „ტორპედოს“ 2021 წლის ივნისიდან ნოემბრამდე წვრთნიდა.

Torpedo Kutaisi