თბილისის "დინამოს" ბილენკიმ გამარჯვება 90+5-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „თელავი“ 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბილენკიმ ულამაზესი გოლით გამარჯვება "დინამოს" მოუპოვა. ეს მიმდინარე ტურნირზე უკრაინელი თავდამსხმელის მეხუთე გოლია. უნდა აღინიშნოს, რომ ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ "თელავს" შეეძლო მესამე გოლი გაეტანა, მაგრამ პირისპირ გასული გოშთელიანის დარტყმული ბურთი მეკარე პრიეტომ მოიგერია.

ცხადაძის გუნდი 32 ქულით მეორე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 16 ივნისს, წყალტუბოში უშუალო კონკურენტ „სამგურალს“ დაუპირისპირდება, ხოლო „თელავი“
20 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და 15 ივნისს „დილას“ უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - თელავი 3:2
გოლები: 1:0 ფაცაცია (28, საკ. კარში), 1:1 აშორტია (38), 2:1 კირკიტაძე (45), 2:2 ხაბულიანი (78), 3:2 ბილენკი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი მატჩი გამოვიდა,სანახაობრივი დასასრულით და დიდებული გოლებით.თუმცა ბათუმის მატჩმა სამგურალთან, გადაფარა დიდებული სანახაობით.ასეთი თამაშები აუცილებლად დააბრუნებს გულშემატკივარს.
სოსო
11:05 26-05-2022
0

myquiz
სიახლეები პოპულარული