დრამატული მატჩი და ჩხეტიანის იღბლიანი დაბრუნება "ტორპედოში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „ტორპედომ“, რომელსაც მესამედ ჩაუდგა სათავეში ჩხეტიანი, სახლში „გაგრა“ 1:0 დაამარცხა.

მატჩი ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა, ტემპი დაბალი იყო, მომენტები ცოტა შეიქმნა, მასპინძლები მხოლოდ ბოლოსკენ გააქტიურდნენ - ჯერ მანჯგალაძემ ბურთი ძელს გაარტყა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი საჯარიმოდამ ვაჩიბერაძის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ვაწაძემ ჩაჭრა.

„ტორპედო“ 18 ქულით მეშვიდე ადგილზეა, „გაგრა“ კი 17 ქულით - მერვეზე. ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება - 16 ივნისს „ტორპედო“ „სიონს" უმასპინძლებს, ხოლო „გაგრა“
- ბათუმის „დინამოს“.

ქუთაისი. „რამაზ შენგელია“
ტორპედო - გაგრა 1:0
გოლი: ვაწაძე (90+3, საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 5 /
"ყარაულის თოფი"!
სანი
19:36 30-05-2022
0
შეუცვლელი ფეხბურთელები არ არსებობს სახელები ყოველთვის არ ამართლებს ყველას უნდა მიეცეს თამაშის საშუალება ასე გაუჭირდება გაგრას დარჩეს უმაღლეს ლიგაში ბევრი რამ არის გამოსაწორებელი
მიხო
13:40 27-05-2022
0

სიახლეები პოპულარული