მასპინძლები 77-ე წუთზე დაწინაურდნენ - დედაქალაქელთა კარი თავისი ძმის, ნიკას პასის შემდეგ ლუკა ხორხელმა დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა. სტუმრებმა იერიშებით უპასუხეს, ქარდავას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ანგარიშის გათანბრება კი ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.
„სიონი“, რომელმაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 16 ივნისს ქუთაისში „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო 23 ქულით მეხუთე პოზიციაზე მყოფი „საბურთალო“ იმავე დღეს „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.
ბოლნისი. „თამაზ სტეფანია“
სიონი - საბურთალო 1:0
გოლი: ლ. ხორხელი (77)