გამოუყენებელი პენალტი, გონსალვესის ჰეთ-თრიკი - "დილამ" თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში „დილამ“ სახლში „ლოკომოტივი“ 4:1 დაამარცხა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, მე-18 წუთზე მოსიაშვილის მოპოვებული პენალტი კაპანაძემ ვერ გამოიყენა, შემდეგ კი სტუმრებმა დაწინაურება მოახერხეს, როდესაც სამურკასოვმა ბურთი მეტოქეს აართვა, გადაცემა ჭიაბრიშვილს გაუკეთა და მან კანევცევის კარი დალაშქრა. თუმცა, ღუდუშაურმა 39-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმში გორელთა ნახევარმცველმა ვაგნერ გონსალვესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

„დილა“ 29 ქულით მეოთხე ადგილზეა და 15 ივნისს გასვლაზე „თელავს“ შეხვდება, ხოლო უქულო „ლოკო“ 16 ივნისს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“

დილა - ლოკომოტივი 4:1
გოლები: 0:1 ჭიაბრიშვილი (28), 1:1 ღუდუშაური (39), 2:1 გონსალვესი (47), 3:1 გონსალვესი (53), 4:1 გონსალვესი (77)
გამოუყენებელი პენალტი: კაპანაძე (18, დილა)

alt"დილამ" მოუგებელი სერია შეწყვიტა - "სიონმა" ნიკა ხორხელის დუბლით გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ლოკომოტივი აუცილებლად უნდა გავარდეს.ასეთი სამარცხვინო გუნდი დაბალ ლიგაში უნდა იყოს
luka
09:02 28-05-2022
0

სიახლეები პოპულარული