ჩაკვეტაძე "დინამოში" ბრუნდება? - ფეხბურთელი გუშინ რომან ფიფიას შეხვდა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, "გენტის" საკუთრებაში მყოფი ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, თბილისის "დინამოში" დაბრუნდეს.

როგორც იცით, ფეხბურთელი ამჟამად თბილისში იმყოფება და საქართველოს ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება.

როგორც Geo Team-ი წერს, გიორგი გუშინ სასტუმრო "შერატონში" "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას შეხვდა, გუნდს კი მის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები დაწყებული აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ გასული სეზონი იჯარით მე-2 ბუნდესლიგის ბინადარ "ჰამბურგში" გაატარა.

მომზადებულია Geo Team-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 12 /
Kvarada azarovioo ro izaxi megobaro...pativs vcem orives da gansakutrebit kvaras magram sad iyvnen ro chakve frinavda da nakrebi maeto moiyvana aqamde..xo erti pakalenia ariaan....es aramarto chakves braliaa araswori menejmenti da agentebis....aravis sheuracyobas ar vayeneb magram vinc negatiurs wers chakveze cnobaze zedmetia saubari ubraalod gverdshic araa ganavleli chekvestan....iseti pirovneba rogorc chakveaa milionshi ertiaaa ro icodet..ityvis chakve tavis sityvaaa
Giorgi
16:30 04-06-2022
0
დინამოც წამოწიოს ცოტა და აქ მაგარ ჩემპინატს ვნახავთ
აშკარად დონე აწეულია უკვე
ნაკრებიც წინ მიიწევს და გამარჯვებები არ დააყოვნებს
თენგო
12:36 03-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული