"კვარადონა... დრიბლინგების მეფე" - ხვიჩა ტალანტებში გამოარჩიეს

AutoSharing Option
Facebook-ზე გვერდი Football Talent Scout, რომელიც ახალგაზრდა ტალანტებზე აქვეყნებს პოსტებს და მას ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს.

გვერდმა ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების შემტევი სტატისტიკა წარადგინა და აღნიშნა, რომ ის ჩვენი ფეხბურთის მომავალია.

აღნიშნული პოსტის კომენტარებში კი ხვიჩას მიმართ არაერთი დადებითი კომენტარია:

"დრიგბლინგის მეფე"

"ქართველებს რამდენიმე დიდებული ტალანტი ჰყავთ"

"კვარადონა"

"ის "ნაპოლის" ახალი შენაძენი იქნება", - ვკითხულობთ პოსტის კომენტარებში.
მკითხველის კომენტარები / 29 /
იტალიელები იმდენს აქებენ, ერთ პატარა შეცდომაზე ზედ გადაუვლიან მერე. გადაივსო მისი ინსტარგამი იტალიური კომენტარებით. ქართველ მესის და მარადონას ეძახიან. სულ მაშინებს ზედმეტი აღტყინება და სულ მგონია,საქართველოში გაზრდილი ადამიანი ამისთვის მზად არ არის. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
წავიკითხე, რომ ვინიციუსს 30 მდე კაცი ემსახურება რომ იყოს მაგარი ფეხბურთელი, მათ შორის ფსიქოლოგები, პერსონალური ტრენერები, კვების ყოველდღიური რაციონის შემდგენლები და ასე შემდეგ. ამდენი ადამიანი იღებს მონაწილეობას, რადგან 21 წლის ვინიციუსისგან ის პროდუქტი მიიღონ რაც დღეს არის და კიდე უკეთესი.
ჩვენებისთვის მსგავსი რამ წარმოუდგენელია. საქართველოში დღემდე ფსიქოლოგი, მენტალური პრობლემა და დეპრესია ქილიკის საგნად ითვლება.
ერთმა ცნობილმა კაცმა ისიც კი თქვა, "პაკაზუხა" ხალხის საქმეა დეპრესიაო. რეალურად აზრზე არ არიან, რომ ყველაფერი მენტალური პრობლემებიდან მოდის. ისევ ვინიციუსს მივუბრუნები და ვიტყვი, რომ უდიდესი ზეწოლა იყო მასზე შარშან. წელს კი ყველა ვხედავთ რა დონეზე ავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა 21 წლის ბიჭმა. ყველაფრის გადალახვა შეიძლება ძლიერი მენტალობით.
Skeleton
13:29 04-06-2022
1
ნიჭი და მონდომება იგრძნობა, მაგრამ გაფეტიშება არაა საჭირო, მოტივაციისთვის შექება კი, ისე ძალიან უნდა გაძლიერდეს მენტალურად , ფიზიკურად და სათამაშ ინტელექტით რომ იტალიაში ადგილი სტაბილურად დაიმკვიდროს. რუსეთშიც ყველა თამაშს ინტერნეტით ვადევნებდი თვალს და სიმართლე ვთქვად ჯერ ეს თვისებები აკლია.
გუსანი
18:44 04-06-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული