შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1-ელი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ბათუმის "დინამოს" მეტოქე ბრატისლავას "სლოვანი" იქნება.
პირველი მატჩები 5-6 ივლისს, ხოლო განმეორებითი 12-13 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, "სლოვანის" შემადგენლობაში ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოდიან.
პირველ მატჩს ჩვენებურები ბრატისლავაში გამართავენ.