"სლოვანთან" გამარჯვების შემთხვევაში ბათუმის "დინამოს" სავარაუდო მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანს" შორის გამარჯვებული "ტობოლისა" და "ფერენცვაროშის" წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, პირველი ეტაპის პირველი მატჩები 5-6, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 12-13 ივლისს გაიმართება.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს კი გუნდები 19-20 და 26-27 ივლისს ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რეალურად დინამო ბათუმს ორივე ეტაპის გავლა შეუძლია.
არ ვამბობ სუსტი მეტოქეებია და გადავუვლით, მაგრამ ნამდვილად აქვს ჩვენს გუნდს იმის პოტენციალი რომ ეს ორივე ეტაპი გაიარონ!
წარმატებები დინამო ბათუმს და ყველა ქართულ კლუბს!
ბათუმელი ექსპერტი
14:51 15-06-2022
1
დვალზე და სოლომონზე იმუშავოს ბათუმმა ერთ-ერთი მათგანიც რომ გაიფორმოს ძალიან კარგი იქნება.კანკავა და კაშია ახანგრძლივებენ სლოვანში
დემე
16:41 15-06-2022
0

სიახლეები პოპულარული