შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2022/23 წლების ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანს" შორის გამარჯვებული "ტობოლისა" და "ფერენცვაროშის" წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, პირველი ეტაპის პირველი მატჩები 5-6, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 12-13 ივლისს გაიმართება.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს კი გუნდები 19-20 და 26-27 ივლისს ჩაატარებენ.
არ ვამბობ სუსტი მეტოქეებია და გადავუვლით, მაგრამ ნამდვილად აქვს ჩვენს გუნდს იმის პოტენციალი რომ ეს ორივე ეტაპი გაიარონ!
წარმატებები დინამო ბათუმს და ყველა ქართულ კლუბს!