დღეს ქალაქ ნიონში ევროპალიგისა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გორის "დილას", თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" პოტენციურ მეტოქეთა ვინაობა გაირკვა.
"დინამო" ესტონური "პაიდეს" დამარცხების შემთხვევაში ერევნის "არარატ-არმენიას" დაუპირისპირდება.
"საბურთალო" ალბანური "პარტიზანის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ბუქარესტის "სტიაუას" შეხვდება.
გორის "დილა"-"კუპსის" გამარჯვებული კი მოლდოვურ "მილსამსა" და ლიტუვურ "პანევეჟისს" შორის მოგებულთან ითამაშებს.
შეგახსენებთ, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ივლისში გაიმართება.