ბათუმელებმა ხვიჩასა და ზურიკოს გარეშე გაიმარჯვეს, თბილისის "დინამო" წყალტუბოში დამარცხდა, "ლოკომ" სიურპრიზი შემოგვთავაზა [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში სამი მატჩი გაიმართა.

ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა გეგუჩაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია და დავითაშვილი დაასვენა, მათ გარეშე სძლიეს „გაგრას“ და სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარეს.

თბილისი. „დინამო არენა“
გაგრა - დინამო (ბთ) 0:3
გოლები: 0:1 კობახიძე (45), 0:2 გაფრინდაშვილი (52), 0:3 ჯიღაური 72)

„სამგურალმა“ სახლში თბილისის „დინამოს“ თამაში შემოუტრიალა, სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა, მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. "სამგურალი" თბილისის "დინამოსთან" ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში არ დამარცხდა.

წყალტუბო.
„26 მაისი“

სამგურალი - დინამო (თბ) 2:1
გოლები: 0:1 ბარნსი (5), 1:1 მ. ბაშელეიშვილი (8), 2:1 კალანდარიშვილი (52)

აქამდე უქულოდ მყოფმა „ლოკომოტივმა“ სიურპრიზი შემოგვთავაზა - "საბურთალოს" სძლია. აღსანიშნავია მასპინძელთა მეკარე ლომიძის კარგი თამაში.

საგურამო. „ლოკო-საგურამო“
ლოკომოტივი - საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 ჭიაბრიშვილი (2), 2:0 ანდრონიკაშვილი (56), 2:1 ვინისიუსი (76)


მკითხველის კომენტარები / 16 /
კახა საუკეთესო ქართველი მწვრთნელია,მას სამი რამ სჭირდება:დრო,ნდობა და კვალიფიციური ფეხბურთელები.სხვათაშორის უკანასკნელ ფაქტორზე თამაშის შემდეგ ისაუბრა დინამოს თავკაცმა.ხელმძღვანელობამ უნდა მოუყვანოს ის მოთამაშეები,რომელსაც მწვრთნელი მოითხოვს,აი მას მერე კი მოეთხოვოს პასუხი შედეგებზე საპასუხოდ
Caruzo9
12:40 17-06-2022
2
თბილისის დინამო მიექანება უფსკრულისკენ. მე ვფიქრობ პირველ ბარიერს გადალახავს, მერე? ეს არის მიზანი? რაღაც კარდინალური უნდა გადაწყდეს ამ კლუბის მიმართ, ფიფიას დაპირებები და ზღაპრები როდის მორჩება, ჩამოყავთ უვარგისი ლეგიონერები, გუნდი რეორგანიზებულია. მოკლედ, თუ არ ეშველება, სახელი მაინც შეუცვალონ!
მერაბი
11:01 17-06-2022
0

სიახლეები პოპულარული