ჩხეტიანმა "ტორპედო" გარდასახა - ქუთაისელებმა ისევ გაიმარჯვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში „ტორპედომ“ „სიონი“ 3:0 დაამარცხა.

„ტორპედო“ მე-16 წუთზე მჭედლიძემ თავურით დააწინაურა, რომელმაც ქუთაისურ გუნდში პირველი გოლი გაიტანა, შესვენებაზე გასვლის წინ კი ისიანის კარი შულაიამ დალაშქრა. შეხვედრის დასასრულს შულაიამ დუბლი შეასრულა და პირობითმა მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ჩხეტიანის დაბრუნების შემდეგ „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა, 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 21 ივნისს ბათუმში „დინამოს“ დაუპირისპირდება, ხოლო 17 ქულით მეცხრე პოზიციაზე მყოფი „სიონი“ 20 ივნისს „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

ზესტაფონი. „დავით აბაშიძე“

ტორპედო - სიონი 3:0
გოლები: 1:0 მჭედლიძე
(16), 2:0 შულაია (45), 3:0 შულაია (89)

მკითხველის კომენტარები / 7 /
არაბიძე ცეცაძეს წაყვა მზითვში?
სად არის, რომ არ ჩანს?
კირკიტა
22:29 19-06-2022
0
რავი კი ჩაყევით კინაღამ ცეცაძეს თუ რაღაც ეგეთს. ბრავო ქუთაისს!
კოტე
21:48 17-06-2022
0

myquiz
სიახლეები პოპულარული