ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

AutoSharing Option
კახა ცხადაძემ თბილისის "დინამო" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბს ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, უახლოეს ხანში ეს ამბავი დადასტურდება.

ცხადაძის შეცვლის მთავარ კანდიდატად გია ჭიაბრიშვილი სახელდება. Sportall.ge ჭიაბრიშვილს ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა. 

"თქვენსავით ვიცი მეც, რომ კახა ცხადაძე გაუშვეს და ჩემს მიმართ ინტერესი აქვთ. ტყუილად ეს ლაპარაკები, რომ არ არის ვიცი და რაღაც საფუძვლები აქვს.

ჯერჯერობით გუნდიდან არავინ დამკავშირებია და მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დაველოდები და ვნახოთ რა იქნება...

რა იქნება შემოთავაზების შემთხვევაში? - რა თქმა უნდა, მას განვიხილავ. შევხედავ,
თუ რა სახის და როგორი შემოთავაზება იქნება... "დინამო" საქართველოს კვალობაზე ყველამ იცის რაც არის და მანდ მუშაობა ყველასთვის კარგია, რადგან საქმის გაკეთება შეიძლება. პრესტიჟული კლუბია და საქართველოში საუკეთესოა...

დღეს სამწუხაროდ საქართველოში არ არის ბევრი ისეთი გუნდი, სადაც შეიძლება საქმე გაკეთდეს, გამართული იყოს ინფრასტრუქტურით და ა.შ... განვიხილავ, თუ იქნება რაიმე კონკრეტული შემოთავაზება", - გვითხრა ჭიაბრიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ორი წელია, "სამგურალი" თბილისის "დინამოს" გამომცდელი გახდა...
tngh
14:29 19-06-2022
0
სულ ახალი მისული იყო ჭიაბრიშვილი ლოკომოტივში როცა რუმინული კლუბი და დინამო მოსკოვი გამოაგდო, ამიტომ მეიმედება მისი დინამოში მოსვლა
დემე
13:48 19-06-2022
4

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული