ოფიციალურად - თბილისის "დინამომ" ცხადაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" მწვრთნელ კახა ცხადაძესთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - ამის თაობაზე ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამო თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დინამო თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

„კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახას და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება
ვუსურვოთ“ - დინამო თბილისის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.

კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს. აღნიშნულ საკითხზე დინამო თბილისი დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

მიმდინარე ეროვნული ლიგის 17 ტურის შემდეგ, დინამო თბილისი 32 ქულით მე-3 პოზიციაზეა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
magrad mitydeba ro cxadaze gaushves ragveshveleba arvicii davigalet yvelaaa dinamos gulshematkivarii meti namdvilad arsheizleba gazleba...warmatebebeii cxadazes winsvla da ganvitarebas gisurveb dabrunebulikavi dinamoshii maleee
Zvigena
20:56 19-06-2022
2
ძალიან ცუდიი პოლიტიკა აქვს დინამო თბილის არყავთ ნორმალური მრჩეველი რო მიცენ რაგაც კარგი რჩევა ფიფიას მაგრად მიტყდება ყოველი წელი ესეთია დინამო თბილიში ყოველი მაგრად ტეხავს დავიღალეეეთ ხალხიი…..იყოს ფიფია მაგრამ დაყენოს ნორმალური გუნდი რამოხდება?!(ისე რო იცოდეთ ბერას დინამოს ყიდვა უნდოდა მაგრამ ფიფიამ არისურვა გაყიდვა იმხელა ფასი დაადო)ერთი იგავი მახსენდება (შვილო იმხელა ფას დაგადებ ვერავინ გიყიდოსო)არუნდა ფიფიას გუნდიის დათმობა და ამასობაში გუნდი და ხალხი ზარალდება გულშემატკივარიც დაკარგა…. არადა ბერაა ძალიან ძლიერ გუნდს დაყენებს მე ეს მჯერა 100%!!!!!!
Texavs magrad
20:52 19-06-2022
2

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული