ოფიციალურად - თბილისის "დინამომ" ცხადაძეს კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" მწვრთნელ კახა ცხადაძესთან თანამშრომლობა შეწყვიტა, - ამის თაობაზე ინფორმაციას დედაქალაქური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამო თბილისმა 18 ივნისს მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დინამო თბილისი 53 წლის სპეციალისტთან ერთად, მისმა ასისტენტებმა, გიორგი ჩიხრაძემ და მილოშ იევტიჩმაც დატოვეს. კლუბი მადლობას უხდის კახა ცხადაძეს და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

„კლუბის გადაწყვეტილებით ამ მომენტში ხელშეკრულების გაწყვეტა საუკეთესო გამოსავალია. მადლიერები ვართ კახას და მისი გუნდის მიერ გაწეული სამსახურით და გვინდა მათ წარმატება
ვუსურვოთ“ - დინამო თბილისის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე რეხვიაშვილი.

კლუბი ახალ მთავარ მწვრთნელს უახლოეს პერიოდში წარადგენს. აღნიშნულ საკითხზე დინამო თბილისი დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.

მიმდინარე ეროვნული ლიგის 17 ტურის შემდეგ, დინამო თბილისი 32 ქულით მე-3 პოზიციაზეა".

მკითხველის კომენტარები / 15 /
magrad mitydeba ro cxadaze gaushves ragveshveleba arvicii davigalet yvelaaa dinamos gulshematkivarii meti namdvilad arsheizleba gazleba...warmatebebeii cxadazes winsvla da ganvitarebas gisurveb dabrunebulikavi dinamoshii maleee
Zvigena
19 ივნისი 2022 20:56
2
ძალიან ცუდიი პოლიტიკა აქვს დინამო თბილის არყავთ ნორმალური მრჩეველი რო მიცენ რაგაც კარგი რჩევა ფიფიას მაგრად მიტყდება ყოველი წელი ესეთია დინამო თბილიში ყოველი მაგრად ტეხავს დავიღალეეეთ ხალხიი…..იყოს ფიფია მაგრამ დაყენოს ნორმალური გუნდი რამოხდება?!(ისე რო იცოდეთ ბერას დინამოს ყიდვა უნდოდა მაგრამ ფიფიამ არისურვა გაყიდვა იმხელა ფასი დაადო)ერთი იგავი მახსენდება (შვილო იმხელა ფას დაგადებ ვერავინ გიყიდოსო)არუნდა ფიფიას გუნდიის დათმობა და ამასობაში გუნდი და ხალხი ზარალდება გულშემატკივარიც დაკარგა…. არადა ბერაა ძალიან ძლიერ გუნდს დაყენებს მე ეს მჯერა 100%!!!!!!
Texavs magrad
19 ივნისი 2022 20:52
3
ფიფიას გადაეცით გეგუჩაძე პირველივე სეზონში არ გამხდარა ჩემპიონი ბათუმის დინამოში.
Anti
19 ივნისი 2022 14:01
0
საუკეთესო ქართველი მწვრთნელი ხარ და ახალ კლუბში უკეთესი შედეგები გექნება
შოკირებული გულშემატკივარი
19 ივნისი 2022 13:02
4
კახა, მაგარი კაცი ხარ! წარმატებები!
დავითი
18 ივნისი 2022 23:52
6
ფიფია არის ბიზნესმენი რომელმაც დინამოს აკადემია მაინც გააკეთა სადაც ეს ახალი ნაკრების ბიჭები "გამოიჩეკნენ"
გუნდს რაც შეეხება-მილიონებს ვერ გადაიხდის,სცადა მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები-ჩემი ..., მერე სცადა ახალგაზრდების ამოწევა მაინც არაფერი..
ახლა ცხადაძე და რეხვო არჩინა 2 წელი და მაინც არაფერი-აზრზე არაა..ისე კაი კაცია..და ცხადაძე ნაკრებში კიდე გინდათ ხო? კობის ჯინაზე?
Levani
18 ივნისი 2022 23:48
9
ადმინ კომენტარებს რატომ მიბლოკავთ, სიმართლეს რომ ვამბობ? თქვენც ამოიღეთ ხმა. იმედია გამოქვეყნდება.
Anti
18 ივნისი 2022 23:42
0
კახა არ დაიკარგება, მაგრამ ამ დინამოს რა ეშველება. სხვა გზა არაა, ფიფიამ სხვა გუნდი აირჩიოს აკადემისს საბაზისოდ.
ამო
18 ივნისი 2022 23:11
5
იქნებ ფიფიაშია საქმე? მაგის გარდა ყველა და ყველაფერი შეცვალეს და საშველი არ დაადგა მაინც.
ეხლა მწვრთნელი იყო გამოსაცვლელი?! რამდენიმე კვირაში ევრო ტურნირები იწყება
ზურა
18 ივნისი 2022 22:46
0
Mwvrtneli fexburts ar tamashobs da evroturnirebamde ecalat mainc mudmivi areuloba da cvlilebebi kargs arafers moitans batumtan cudat ar itamasha dinamom vinc naxa mixvdeba albat
Fani
18 ივნისი 2022 21:24
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული