"ბურჯანაძეზე" 90-იანი წლები ბრუნდება - გორში "სამგურალის" წაუგებელი სერია დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „დილამ“ საკუთარ მოედანზე „სამგურალი“ 1:0 დაამარცხა და ამით შეწყდა წყალტუბოური გუნდის 10-მატჩიანი წაუგებელი სერია - 7 მოგება დ 3 ფრე.

მასპინძლები პირველ ტაიმში კაპანაძემ დააწინაურა, მეორე ტაიმში კი, ისევე, როგორც ახალგაზრდული ნაკრების რუმინეთთან მატჩისას, განათება გამოირთო. მოკლედ, შუქის გამორთვა ისე ხშირად ხდება, თითქოს 90-იანი წლები ბრუნდება. თამაში 10 წუთის შემდეგ განახლდა. სტუმრები იერიშზე გადავიდნენ, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს.

ამ გამარჯვების შედეგად „დილა“ „სამგურალს“ დაეწია და მასთან მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს. გორული გუნდი 24 ივნისს „გაგრას“ უმასპინძლებს,
ხოლო „სამგურალი“, რომელიც 10 აპრილის შემდეგ ჩემპიონატზე პირველად დამარცხდა, 25 ივნისს „საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - სამგურალი 1:0
გოლი: კაპანაძე (37)

მკითხველის კომენტარები / 6 /
წინ ევროპისკენ,თორე სანატრელი გვექნება 90 იანები.მაინც პოლიტიკური განცხადება გამოვიდა არადა ევროახალგაზრდულს უნდა უმასპინძლოს გორმა..
europa
14:39 21-06-2022
1
ისე როცა მაღალი ტემპია და შეტევაც იწყება შუქი გათიშეთ და შორს წახვალთ :) გორელების ვირეშმაკობა უკვე მეორედ. ეგრე თუ გააკეთებთ ბათუმის დინამოსაც მოუგებთ.
-დინამო
11:13 21-06-2022
3

myquiz
სიახლეები პოპულარული