"საბურთალომ" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში „საბურთალომ“ „თელავი“ 1:0 დაამარცხა.

გოლი მეორე ტაიმში იური ტაბატაძის პასით შეცვლაზე შესულმა ხორვატმა ნახევარმცველმა ბენედიკ მიოჩმა გაიტანა.

„საბურთალომ“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 26 ქულით მეხუთე ადგილზეა და 25 ივნისს „სამგურალს“ შეხვდება, 21 ქულით მეექვსე პოზიციაზე მყოფი „თელავი“ კი 26 ივნისს „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საბურთალო - თელავი 1:0
გოლი: მიოჩი (68)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული