ისევ კვარაცხელიას გარეშე - ბათუმის "დინამომ" "ტორპედოსთან" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-18 ტურში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 4:0 დაამარცხა.

მატჩის დაწყების წინ ბათუმელთა ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა თავის გულის რჩეულს ტრიბუნაზე ხელი სთხოვა. პასუხი, რა თქმა უნდა, იყო - "დიახ". სტადიონზე შეკრებილი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი აპლოდისმენტებით მიესალმა მათ.

მასპინძელთა განაცხადში ისევ არ იყო კვარაცხელია, რომელიც „ნაპოლიში“ გადადის და სავარაუდოდ, აჭარულ გუნდში აღარ ითამაშებს. ქუთაისელებმა მწვრთნელის პოსტზე ჩხეტიანის დაბრუნების შემდეგ აქამდე ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვეს, ამჯერად მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს, ზონები ჩაუკეტეს და გასაქანი არ მისცეს. პირველი მომენტი აზაროვმა შექმნა, მაგრამ
მისი დარტყმული ბურთი კვასხვაძემ მოიგერია. „ტორპედომ“ კოტრიერიშით უპასუხა; ნადარაიამ მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემა გაუკეთა ქიმაძეს, რომელსაც აზაცკიმ დაასწრო და არ გაატანინა. „დინამომ“ მამუჩაშვილის საჯარიმოდან გატანილი გოლით მაინც მოახერხა დაწინაურება.

მეორე ტაიმში აბულაძემ საჯარიმოში ფლამარიონი ორჯერ წააქცია. ერთი პენალტი მამუჩაშვილმა გამოიყენა, ერთი კი თავად დაზარალებულმა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ბოლო გოლი სტუმართა კარში შეცვლაზე შესულმა გაფრინდაშვილმა გაიტანა და მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ 6 ქულით ჩამოიტოვა და 25 ივნისს „სიონს“ უმასპინძლებს, ხოლო 21 ქულით მეშვიდე ადგილზე მყოფი „ტორპედო“ იმავე დღეს თბილისში „დინამოს“ დაუპირისპირდება.

ბათუმი.“აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - ტორპედო 4:0
გოლები: 1:0 მამუჩაშვილი (39), 2:0 მამუჩაშვილი (53, პენ), 3:0 ფლამარიონი (78, პენ), 4:0 გაფრინდაშვილი (89)
გაძევება: აბულაძე (76)

დინამო (ბთ) (4-3-3) კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, მამუჩაშვილი (დენკოვიჩი 88), ტეიდი (ფალავანდიშვილი 81), ალთუნაშვილი (გაფრინდაშვილი 88), დავითაშვილი (ბიძინაშვილი 74), ჯიღაური (ზარია 74), ფლამარიონი

ტორპედო (4-1-4-1): კვასხვაძე (კ), ნადარაია, მირცხულავა, აბულაძე, გოგლიჩიძე (მჭედლიშვილი 58), კუხიანიძე (სანდოხაძე 78), ქიმაძე (ახვლედიანი 68), მანჯგალაძე, ვაჩიბერაძე (ცინცაძე 68), შულაია, მჭედლიძე (არაბიძე 58)

მკითხველის კომენტარები / 16 /
შესანიშნავი თამაში იყო... შესანიშნავი გოლით!!!
tngh
13:55 22-06-2022
0
რომ გაიძახით, ბათუმი ბათუმიო, ერთი ფეხბურთელი მაინ დამისახელეტ ბათუმელი!!!
გიორგი
12:58 22-06-2022
16

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული