ჭიაბრიშვილის პირველი ტრანსფერი - თბილისის "დინამომ" ნიდერლანდელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
Adjarasport-ის ინფორმაციით, თბილისის "დინამომ", გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით, პირველი ტრანსფერი განახორციელა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა 24 წლის ნიდერლანდელი შემტევი ომარ იმრანი დაიმატა. ხელშეკრულება 2 წელზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, მოთამაშე წარსულში თბილისის "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ბოლოს ფეხბურთელი "როტორის" რიგებში ირიცხებოდა, ვოლგოგრადულ გუნდში 9 შეხვედრა გამართა, თავი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

რაც შეეხება "ლოკომოტივს", ნიდერლანდელმა 2020-22 წლებში ჯამში 44 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 10-ჯერაც აიღო.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მახსოვს ლოკომოტივიდან, არა უშავს ფეხბურთელს. მაგრამ, აჟიტირებული სათაური, არიქა, პირველი ტრანსფერიო, გადაჭარბებულია! ამით გვინდა შესარჩევის გასვლა? დინამოს საშველი არის ხელმძღვანელობის გამოცვლა, ერთსა და იგივე ზღავარს ვისმენთ რამდენი წელია!
მერაბი
13:32 24-06-2022
1
წარმატებები!!!
tngh
12:40 24-06-2022
0

myquiz
სიახლეები პოპულარული