დავით კობოური თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
დავით კობოური "დინამოში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს. ქართველმა მცველმა განათხოვრების წესით 5 თვე ჩეხეთის უმაღლესი ლიგის კლუბ "კარვინაში" გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ჩეხური გუნდის მაისურით 12 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

​დავით კობოური: "მიხარია, რომ ჩემს მშობლიურ კლუბში დავბრუნდი და კვლავ მაქვს საშუალება, "დინამოს" ღირსება დავიცვა. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გველის და მაქსიმალურად შევეცდები, გუნდს დავეხმარო."

​კობოური "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2015 წელს ლანჩხუთის "გურიას" წინააღმდეგ შედგა. 2015 წლიდან დღემდე
ქართველმა მცველმა თბილისური კლუბის მაისურით 142 მატჩი გამართა, ორი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული