ბათუმის "დინამომ" "სიონი" მეორე ტაიმში გატეხა - "საბურთალომ" "სამგურალი" მატჩის დასასრულს [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-19 ტურში ორი მატჩი ჩატარდა.

ბათუმის „დინამომ“ სახლში „სიონს“ 3:0 სძლია. ბოლნისელები უნარიანად იცავდნენ თავს, პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ დავითაშვილმა მასპინძლები საჯარიმოს გარედან ძლიერი დარტყმით დააწინაურა. სტუმრები სახიფათო შეტევებით პასუხობდნენ, ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან აღსანიშნავი ჯაფიაშვილის გამოუყენებელი შანსია. შემდეგ კი ფლამარიონმა დუბლი შეასრულა და ბათუმელებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს. 29 ივნისს აჭარული გუნდი თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელიას დაემშვიდობება, რომელიც „ნაპოლიში“ გადადის.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
დინამო (ბთ) - სიონი 3:0
გოლები: 1:0 დავითაშვილი (53), 2:0
ფლამარიონი (83), 3:0 ფლამარიონი (85)

„საბურთალომ“ „სამგურალი“ 3:1 დაამარცხა. ანგარიში დებიუტში ბრწყინვალე გოლით გოჩოლეიშვილმა გახსნა, ჯერალდომ პირველივე ტაიმში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა დედაქალაქელებმა შეხვედრის დასასრულს მოიჩისა და სიხარულიძის გოლებით მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
საბურთალო - სამგურალი 3:1
გოლები: 1:0 გოჩოლეიშვილი (4), 1:1 ჯერალდო (25), 2:1 მოიჩი (87), 3:1 სიხარულიძე (89)


მკითხველის კომენტარები / 11 /
მოკლედ ვუყურე ჩანაწერს და მინდა ვთქვა და ალბათ ყველა ამჩნევთ რომ თავითაშვილის კლასი რუსეთის შემდეგ საკმაოდ ამაღლდა და გამოიკვეთა. ეს ბიჭი დინამოში უკეთესად ათამაშდა განსაკუთრებით ხვიჩას წასვლის შემდეგ და ნაკრებშიც ძალიან მოუმატა და ეს უკვე თვალისთვის ადვილად შესამჩნევი გახდა მომეწონა მისი უბურთოდ მოძრაობაც საკმაოდ დაიხვეწა და აშკარაა რომ მაღალი კლასი აქვს მასაც კვარასთან და ჩაკვესთან ერთად ის ძალიან მალე დასავლეთს მიაშურებს ტოპ კლუბში აი ჩემი სიტყვა.ჩაბრაძე ძალიან მომწონს აზაროვის თამაშითაც ვტკბები მე პირადად და მამუჩაშვილი საკმაოდ სასიამოვნო სიახლეა ამ ბიჭსაც ნამდვილად მაგარი მომავალი ელის. მინდა ასევე დავამატო ის რომ თუ კარგად დავაკვირდებით დინამოს თამაშებს რაღაცა უხარისხო და უსახურ ფეხბურთს არ თამაშობს ბიჭებიც საკმაოდ ლამაზად უტევენ მოძრაობენ ბევრს დარბიან და არ დადიან და ეს მომწონს. წლების წინ თუ "სვარკის" ყურება "გულს გვირევდა" რაღაცა ეს დამოკიდებულება ამ გუნდმა შეცვალა და არა მარტო ამ გუნდმა და ეს მუხტი ბათუმში მოიტანა ადრეც დავწერე და ეხლაც ვიტყვი ახალმა სტადიონმა ხალხიც დაბრუნდა ბიჭებიც აშკარაა სხვა განწყობით თამაშობენ თავს გრძნობენ როგორც ევროპული და განვითარებული ფეხბურთის ნაწილად გარემოს და ინფრასტრუქტურას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ წარმოვიდგინოთ ადამიანი უფრო ბედნიერი და პროდუქტიულია თუ მას შესაბამისი პირობები და დახვეწილი გარემო აქვს სამსახურში. შესაბამისად დონის მატებაც იგრძნობა დინამოს თამაშებში და ბიჭებიც ძალიან მაგარი კლასისანი არიან და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ ცაში არ დავფრინავ და ქართული სენიც არ მჭირს რო ყველაფერი ჩვენი საუკეთესოა მაგრამ დღეს დინამო კარგი შეკრული გუნდია და ესენი წელს ევრო ტურნირებზე ითამაშებენ ამის მტკიცედ მწამს მთავარია ასე გააგრძელონ და სწორი მენეჯმენტს არ გადაუხვიონ. და ბოლოს მე პირად არ ვიცი რეპორტაჟები სად რომელ არხზე გადის და სად ვუყურო მე კახეთიდან ბათუმში ვერ ვივლი ვერც სხვა თამაშებზე ამიტომ უკეთესად უნდა გაშუქდეს და მაგრად გაპიარდეს ქართული ფეხბურთი. ყინულის ლღობა დაწყებულია და უნდა მივეხმაროთ ჩვენც. გააშუქეთ თამაშები და დაანონსეთ ვინ ვის ეთამაშება და როდის ტელევიზია ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჩანაცვლებულა ამიტომ ანონსი და თამაშები ტელევიზიაში უნდა გადიოდეს ეს აუცილებელია ფეხბურთის ხარისხის ასამაღლებლად და გულშემატკივარის დასაბრუნებლად რაც ბათუმმა ძალიიან მაგრად მოახერხა და მთელ ქვეყანას იმედი ჩაუსახა.
T.q
26 ივნისი 2022 14:27
0
100% ით გეთანხმებით რაც დაწერეთ.

რეპორტაჟები იუთუბზე გადის ყოველთვის, პირსაპირი ტრანსლიაციაა ყველა თამაშის, რაც ეროვნულ ლიგაში ტარდება. შეგიძლიათ იუთუბზე უყუროთ.
ბათუმის თამაშებს ისე აჭარის ტელევიზიაც უშვებს მაგრამ მე სულ იუთუბზე ვუყურებ, კარგი ხარისხითაც არის ყველა თამაში.
Winter
26 ივნისი 2022 15:14
0
არ მინდა მაგათი ხსენება, მაგრამ იმ ქვეყანადი გქხდა ფწხბურთელი, გაიცნო ხალხმა, იშოვა ფული, კარგად გაპიარდა და ა.შ. თორე იქნებოდა აქ ერთი "აბრეზას ბიჭი", ლოცვაში მოიხსენიოს მამუკია ჯუღელი.
დათო
26 ივნისი 2022 12:22
12
29 ში ხვიჩას გაცილება იქნება
.
26 ივნისი 2022 02:31
0
ზურიკომ აიკლო იქაურობა
ილია
26 ივნისი 2022 01:48
0
ევროპას იმიტომ ვერ ქაჩავენ ჩვენები, რომ რუსეთმა დაგვაშორა ევროპას, რუსეთის დამსახურებაა, რომ ევროპიდან არავინ აკვირდება ჩვენს ნიჭიერ ფეხბურთელებს. რუსეთის გავლით რატომ უნდა მიდიოდნენ ევროპაში ჩვენები, იმიტომ ხომ არა, რომ რუსეთმა გაქცია ასეთად? ჩამორჩენილად და თავს მოგვახვია, რომ მათ გარეშე არაფერს წარმოაგდნენ ჩვენები :))
ამ რეალობის შეცვლა თავადვე შეგვიძლია, თუ ხელს არ შევუწყობთ იმ აზრს, რომ რუსეთი რომ არა ვერაფერს მიაღწევდნენ ჩვენები.
გაუცნობიერებლად ასხამთ მათ წისქვილზე წყალს.
კოტე ს
26 ივნისი 2022 15:10
1
კარგი იყო დავითაშვილი, ერთ რამეს გეტყვით, ვიცი ბევრს არ მიგეწობებათ, ზურიც და ხვიჩაც ორივე ჯუღელის აღმოჩენილია, რაც შეძლო გაუკეთა, ვგულისხმობ რპლ-ს, ევროპას ვერ ქაჩავდა და სადაც წაიყვანა იქ შედგნენ ფეხბურთელებათ, იქ გავიცანით ჩვენც და სხვამაც.
კოტე
26 ივნისი 2022 11:03
5
ოქრიაშვილი და კვირკველია ლიგისთვის მაინც დაიმატეთ და თუ ვერ გაუქაჩავთ ხელფასს მერე გაუშვით რამოხდებააა ბერიძე მიდიიი რააა
Nikoloz
26 ივნისი 2022 01:02
7
დავითაშვილი ფლობს საკუთარ სხეულს და ბოლო წლებია სულ იმის შეგრძნება მაქვს რომ უფრო მაღალ დონეზე გავა. მინდა წარმატებები ვუსურვო და მაქსიმალური სიამოვნება იმ საქმით რასაც ემსახურება!
ბათუმი
26 ივნისი 2022 00:42
0
ისე დავითაშვილს ბავშვობიდან ვუყურებ და უფრო მაგარი იყოოოო 5- გოლი გაიტანა ერთხელ 17 თუ 19 წლებში (((((ხვიჩასთანნნ)))) ერთად თამაშობდაა. ძალიან მაგრები იყვნენნ
ნიკოლოზ
26 ივნისი 2022 01:06
0
ზუკა ძაან მაგარი ბიჭია, მალე წავა კარგ გუნდში.
Winter
25 ივნისი 2022 23:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული