ეროვნული ლიგის მე-19 ტურში თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „ტორპედო“ 5:1 დაამარცხა.
ჭიაბრიშვილის ხელმღავნელობით თბილისის „დინამომ“ ისევ გაიმარჯვა, ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 6 ქულით ჩამორჩება და აჭარულ გუნდს 29 ივნისს სტუმრად შეხვდება. „ტორპედო“ კი 21 ქულით მე-7 ადგილზეა და იმავე დღეს „დილას“ უმასპინძლებს.
თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - ტორპედო 5:1
გოლები: 1:0 ბილენკი (4), 2:0 ბილენკი (46), 3:0 კირკიტაძე (57), 4:0 კამარა (65), 5:0 სხირტლაძე (77), 5:1 მჭედლიძე (89)