ბათუმის "დინამოს" საჩუქარი - გულშემატკივრებს სლოვაკეთში გამგზავრების შანსი აქვთ

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 29 ივნისს, ეროვნული ლიგაში ერთმანეთს ლიდერები დაუპირისპირდებიან - ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ბათუმური კლუბი განცხადებას ავრცელებს:

"დინამოების" მატჩზე სლოვაკეთის ორ საგზურს გავათამაშებთ.

შემთხვევითი შერჩევის პრონციპით ორი იღბლიანი გულშემატკივარი გამოვლინდება, რომლებსაც ჩვენი კლუბი თვითმფრინავის ბილეთებით, სასტუმროში განთავსებით და ბრატისლავის ""სლოვანის" და "დინამო ბათუმის" ორივე მატჩის ბილეთით უზრუნველყოფს.

გთხოვთ, აუცილებლად შეინახოთ ხვალინდელ მატჩზე დასასწრები ბილეთი იმისთვის, რომ მატჩის შემდეგ სალაროში კუთვნილი საჩუქრები მიიღოთ."

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელიას გაცილება იგეგმება, რომელიც 1-ლი ივლისიდან იტალიური
"ნაპოლის" წევრი ხდება. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის 1-ლი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს, ბათუმელები ბრატისლავის "სლოვანს" 6 და 13 ივლისს შეხვდებიან.

altრა შანსი აქვს ბათუმის "დინამოს"? - ვაისის და ქართველების "სლოვანი" ახლო ხედით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნელ ნელა ბათუმი ხდება სამაგალითო კლუბი პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის! დიდი მადლობა არჩილ ბერიძეს. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
alexandre
14:20 29-06-2022
0
ყოჩაღ ბათუმი, ყველა ასპექტით გადაასწრო ფიფიას დინამოს!
ალეკო
14:11 29-06-2022
0

სიახლეები პოპულარული