"დილამ" ბარბადოსელი შემტევი დაიმატა - გონსალვესი წავიდა

AutoSharing Option
"დილამ" ბარბადოსის ეროვნული ნაკრების 20 წლის შემტევი ტიერი გალე დაიმატა, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გალე ბოლოს "ჰონვედში" თამაშობდა.

გორული გუნდი ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვაგნერ გონსალვესმა დატოვა. ამასთან დაკავშირებით კლუბმა განცხადება გაავრცელა:

"გვსურს გავაკეთოთ განმარტება ვაგნერ გონსალვესის წასვლასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ ვაგნერი ჩვენს გუნდს უკრაინული "დნიპროდან" შეუერთდა. აღნიშნული ხელშეკრულება FIFA-ს და UEFA-ს წესების შესაბამისად გაფორმდა, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო ამოქმედდა. აღნიშნული წესის თანახმად, უკრაინული კლუბებიდან წამოსულ ფეხბურთელებს სხვა გუნდებში თამაში მიმდინარე წლის 30 ივნისამდე შეეძლოთ. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, ხელშეკრულების
გახანგრძლივება და ბრაზილიელის ჩვენს გუნდში დარჩენაზე შეთანმხება ვერ მოხერხდა. რის გამოც მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ სადღა მოძებნეთ, ბარბადოსის ფეხბურთი პირველად გავიგე
ალეკო
18:46 02-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული