"სამგურალმა" გაიმარჯვა და მესამე ადგილზე დამკვიდრდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მეოცე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.

10-მატჩიანი წაუგებელი სერიის (7 მოგება და 3 ფრე) შემდეგ „სამგურალმა“ ორი მარცხი განიცადა, დღეს კი წვიმიან ამინდში საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლოკომოტივი“ 4:1 დაამარცხა, 36 ქულით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და 13 აგვისტოს სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდება.

წყალტუბო. „26 მაისი“
სამგურალი - ლოკომოტივი 4:1
გოლები: 0:1 შეყილაძე (37), 1:1 მაისაშვილი (40), 2:1 ნიქაბაძე (65), 3:1 რუხაძე (71, პენ), 4:1 დევდარიანი (88)

ბოლნისში "სიონისა" და "თელავის" შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
Lokos sawinaagmdego araferi maqvs piriqit warmatebebs vusurveb,magram sabavsho bagia tu raa?aseti gundi umaglesshi sircxvilia,jobda meore ligashi daewkot da mat magivrad sxva gunds etamasha.federaciam rame unda moifiqros da msgavsi rame agar daushvas.
Givi
15:40 03-07-2022
0
"ლოკოს" ამბავი ლექსო თოფურიას ნამუსზე იყოს, მაგრამ წყალტუბო რო ლიდერთა შორისაა ელიგის დონეზე დაფიქრება გვმართებს.
niko
11:43 03-07-2022
3

სიახლეები პოპულარული