გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

AutoSharing Option
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს, - ამის შესახებ კლუბი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ "თელავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ჩვენს გუნდს 47 წლის გია ცეცაძე გაწვრთნის.

გია ცეცაძე - დაიბადა: 1974 წლის 3 სექტემბერს თბილისში.

სამწვრთნელო კარიერა: საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები (თანაშემწე), "დილა", გორი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი), "ლოკომოტივი", თბილისი (მთავარი მწვრთნელი), საქართველოს ეროვნული ნაკრები (თანაშემწე), "სამტრედია" (მთავარი მწვრთნელი), "საბურთალო", თბილისი (მთავარი მწვრთნელი), "ლვოვი", უკრაინა
(მთავარი მწვრთნელი), "ტორპედო", ქუთაისი (მთავარი მწვრთნელი).

ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი (2016 "სამტრედია"), საქართველოს სუპერთასი (2017 "სამტრედია)
ფეხბედნიერი იყოს, ბატონო გია, თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები თქვენს გუნდთან ერთად".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ამ ერთი და იგივე ე.წ. ტრენერებს ვერ გასცდა ეს საცოდავი ქართული ფეხბურთი . გააგდებენ ერთი გუნდიდან სხვაგან მიიღებენ.მერე იქიდან გააგდებენ მესამე გუნდში მიიყვანენ და დაძრწიან ასე მთელ საქართველოში
ეჰ ქართული ფეხბურთი
18 ივლისი 2022 09:26
0
გულშემატკივართან ურთიერთობა საინტერესო იქნება!
1234
18 ივლისი 2022 09:23
0
რა სირცხვილია,წელსვე გავარდება თელავი..
ako
18 ივლისი 2022 08:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული