
"საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობა ადასტურებს, რომ აკმაყოფილებს გია ცეცაძის მიერ დაწერილ განცხადებას, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
კლუბი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში."
დღეს, 3 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, "ტორპედო" გორის "დილას" ესტუმრება. წინა შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო, ცეცაძის ყოფილი თანაშემწე შოთა ბაბუნაშვილი დისკვალიფიცირებულია. ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისელებს უახლოეს მატჩში გუნდის ანალიტიკოსი თორნიკე შეყილაძე გაუძღვება.