ფორმულა: რომან ფიფია თბილისის "დინამოს" გაყიდვას გეგმავს - განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება

AutoSharing Option
"ფორმულას" ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია გუნდის გაყიდვას აპირებს და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს.

სოციალურ ქსელში "ფორმულა სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:

"ფორმულა სპორტის ექსკლუზიური ინფორმაციით, რომან ფიფია დინამო თბილისის გასხვისებას განიხილავს – ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.

ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე მრავალი წელი რუსეთში მოღვაწეობდა, ქართული კლუბი 2011 წლის იანვარში შეიძინა და რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა; რომან ფიფიას თითქმის 11-წლიანი მმართველობისას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა დინამო არენასა და დიღმის საწვრთნელ ბაზას, ასევე, ფუნქციონირება დაიწყო
ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიამ.

ფიფიამ დინამო თბილისში არაერთი გამოცდილი მწვრთნელი და ფეხბურთელი მიიყვანა, თუმცა გულშემატკივართა სანუკვარი სურვილი, კვლავ ეხილათ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროტურნირებზე, შეუსრულებელია. სწორედ ეს გახლავთ მთავარი მიზეზი, რის გამოც უკვე რამდენიმე წელია ქომაგები დინამო თბილისის თამაშებზე ხშირად სკანდირებენ - "დინამო" ფიფიას გარეშე", - წერია პოსტში.
მკითხველის კომენტარები / 46 /
მადლობა ღმერთს ეგება ჩვენსკენაც გამოანათოს მზეეემ ... ფიფიამ თუ გაყიდა დინამო ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება რაც დინამოს პრეზიდენია
bejo
20 ივლისი 2022 20:01
3
ეგრე რააა მყიდველმაც იცოდეს რატო რას ყიდულობს რას ითხოვს ხალხი
beqa
20 ივლისი 2022 20:07
2
უბრალოდ ევროტურნირებს სულ არეულობით ხვდებოდა.ყიდდა საუკეტესოებს ვერ იმატრბდა საჭირი ფეხბურთელებს და მწვრთნელების კორიანტელი ქონდა
არა რუსეთს
20 ივლისი 2022 20:01
3
ბატონო ბიძინა, (ივანიშვილი) ბერა, იქნებ დაფიქრდეთ რამხელა შანსი გაქვთ გახდეთ ისევ ხალხის უმეტესობისთვის ძვირფასი და გადამრჩენი?! თუ ჭკუით მიუდგებით საქმეს ბიზნესი წარმატებულიც იქნება,(მოგებას მოგიტანთ) ხალხი მადლიერი და დინამოს პრესტიჟის აღდგენა კი ზოგადად ქვეყნის ავტორიტეტის და წარმატებული იმიჯის საწინდარი გახდება... ნოსწონს თუ არა ვინმეს ეს ყველა სპორტის სახეობა ერთად აღებული ახლოს ვერ მივა ფეხვურთის პოპულარობასთან...
დევი
20 ივლისი 2022 22:49
24
დევი მეგობარო... ძალიან კარგი იქნება ბერამ, ბიძინამ რომ სეისყიდოს დინამო... მაგრამ აუტყდება ერთი ამბავი და ვაი ვიში ყველაფერს ივანისვილი ყიდულობსო ეჰჰჰ
ლარგო
21 ივლისი 2022 00:03
1
გუნდის კლავიატურით გულშემატკივრობა არ გამიგია, ფიფიას აგინებთ რო გკითხოთ კაცმა დინამოს დიდი გულშემატკივრები ხართ მარა სტადიონზე წლებია არ ყოფილხართ. ზოგი საერთოდ არ არის ნამყოფი, აქ კომენტარების წერას გირჩევნიათ თამაშებზე იაროთ და იქიდან უგულშემატკივროთ გუნდს და არა კლავიატურიდან.დ.დ.
ბათუმის დინამო
20 ივლისი 2022 20:30
48
თავმოყვარეობა რომ გქონდეს კლაქსვიკთან 1-6ს მერე დ-ზე რაც იწყენა იმ სიტყვებსაც აღარ იტყოდი არათუ სტადიონზე წასვლა :)
ნოდო
20 ივლისი 2022 21:02
5
მაგ კლაკსვიკის წელს, ლოკომოტივმა იყოჩაღა და ჯერ რუმინეთის ვ8ცე ჩემპიონი დაიფრინა, შემდეგ კი მოსკოვის დინამო და პრინერას გრანადასთან სტუმრად ბრძოლაში წააგო, არ მგონია ლოკოს ამ გამოსვლას ვინმეზე ემოქმედა და თუნდაც 10 კაცი მომატებოდა მის ქომაგთა რიცხვს სტადიონზე... მარტო ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან რო ხ3დსვთ და რატო არ აჯეთ4ბთ ყველა თქვენს საკეთ4ველს მაგტამ იცით რა უნდა ქნას სხვამ იმიტოა ქვეყანა რო გუგუნებს
ვახო
20 ივლისი 2022 22:44
3
ამაზე კარგი ინფორმაცია დიდი ხანია არ გამიგია..მიხედოს თავის ბიზნესს შეგვეშვას
მადრიდისტი
20 ივლისი 2022 21:49
2
არამგონია ფიფიაზე უარესი მოვიდეს ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს გუნდი აგებს ფარერებთან ტირანასთან ნეფჩისთან და პაიდესთან გუნდში ერთი კვალიფიციური მაღალი დონის ლეგიონერეიც კი არ არის და საქართველოს ჩემპიონიც ვეღარ ხდება.
იმედი მაქვს აჩიკო ბერიძის მზგავსი მფლობელი გამოუჩნდება გუნდს ვისაც ეყვარება დინამო და ენდომება გუნდის წარმატება.
ახლა აქ რომ ვიღაცები წერენ ბიძინა ივანიშვილზე ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი წვლილი აქვს ქართული რაგბის განვითარებაში დღეს რომ რაგბს აქვს ასეთი შედეგი ეს გინდა არ გინდა რაგბისტებთან ერთად ამ კაცის დამსახურებაც არის და ნეტა მართლა იყიდოს და მიხედოს ისე როგორც საჭიროა.
ზაური
21 ივლისი 2022 00:07
3
არ მეშლება პატარკაციშვილებისგან დინამო უფასოდ მიიღო
w
20 ივლისი 2022 20:20
2
სწრაფად დააჩქაროს რაც შეიძლება მალე მოშორდეს დინამოს დანარჩენი ყველგან წარმატებები
დათო
20 ივლისი 2022 21:10
1
ზოგი რა უტვინოა... მაგ საქმეს ის მოკიდებს ხელს ვინც იყიდის დინამოს! ორ კაპიკად არ გაიყიდება და მისაგდებად არავინ გადაიხდის მილიონებს!
ზურა
20 ივლისი 2022 20:26
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული