"ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც..." - ფიფიამ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და ასევე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გვამცნო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება კლუბის გასხვისების შესახებ. რომან ფიფიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით, "დინამო" თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.

გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო
თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.

მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.

ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ - გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.

დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს".

წყარო: თბილისის "დინამოს" "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 33 /
წადი დროზე
beqa
21 ივლისი 2022 13:36
7
ობლიგაციებიც გამოუშვი ბარემ. სპრინტი დაბეჭდე კიდევ გადასაფხეკი.))) თუ შენახვის თავი არ გქონდა რაღას გვაწვალებდი ხალხს? გეყიდა აბოვიანის კოტაიკი და გეტარებინა ექსპერიმენტები!
აბო
21 ივლისი 2022 13:46
9
როცა არც ფინანსური რესურსი გაქვს და არც საკმარისი ცოდნა მაშინ არ გაქვს უფლება იყო ამ გუნდის მფლობელი და გაყიდე რა თუ კაცი ხარ და კარგად იყავი.
ოღონდ საქმე გააკეთოს და ვინც უნდა იმან იყიდოს. მთავარია ამ უნამუსობას მოეღოს ბოლო რასაც ეს ბოლო წლებია ვხედავთ.
გუჯი
21 ივლისი 2022 16:06
1
სანამ ამდენ მავნებლობას დამართებდი გუნდს, არ გერჩივნა იქამდე გაგეყიდა? აბა ერთი უკან გაიხედე და შეხედე, რამდენი წელი დააკარგინე კლუბს! 1კაციც არ მეგულება, რომელსაც იმისი სჯერა, რომ გუნდი საფეხბურთო მიზნებისთვის გინდოდა. დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა იყიდოს დინამო, ამაზე ბევრად უკეთესი შედეგი ექნება
: )))))))
21 ივლისი 2022 14:38
6
წადი წადი გზებიც დამილოცნია,დიაივიწყე რაც შენთვის გულშემატკივარს ....
წაიკითხე ხმამაღლა
21 ივლისი 2022 14:37
6
თბილისელების?დინამო იყო საქართველოს სახე და სიამაყე საბჭოთა კავშირშიც და უცხოეთშიც!
ლექსო
21 ივლისი 2022 16:00
2
არ ყიდის გაყიდეო, ყიდის- აქამდე რატომ არ გაყიდეო. გულშემატკივრებს თავაზობს-შეიხი დაგვხატავდაო ან შენი ერთი სიტყვის არ გვჯერაო -რა ქნას ამ კაცმა, ბოლოს და ბოლოს მისი კერძო კლუბია. ნამდვილი გულშემატკივრები კი ახლა იმას იზამდნენ რომ სააქციო სახოგადოების საკითხებზე იზრუნებდნენ, დინამო 1 ადამიანმა არ უნდა იყიდოს, თუმცა შეიხლება ძირითადი აქვიონერი იყოს მაგ 30% ფლობით. ჩვეულებრივ გულშემატკივრებს კი მცირე თანხის ჩადებით შეეძელებათ დინამოს მმართველობაშიც კი მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა თუ ამ აქციებს არ დაახურდავებენ მალევე. იგივე ფიფიასაც შეეძლება დინამოს აქციონერად დარჩეს. საქართველო სწორედ იმიტომაც ვერ ვითარდება დამოუკიდებლობის მერე, რომ სააქციო საზოგადოებებია თითზე ჩამოსათვლელი და კაპიტალის ბაზარი არ არსებობს ფაქტიურად.
ირაკლი
21 ივლისი 2022 15:37
2
ცხადაძე რა დროს ტიპმა მაგას რომ აკეთებ ესეიგი არ გსურს კლუბი ... ანუ ბატონო რომან იმის თქმა მინდა რომ კი არ ვამტკიცებ რომ ცხადაძე კარგი მწვრთნელია უბრალოდ მაგ დროს მწვრთნელს არ ხსნიან თუ წნევამ არ დაარტყა ან აპარატზე არაა შეერთებული ... თან მეორედ გააკეთე მასე და ორივეჯერ ფიასკო მიიღე ... არა არა ძალით აკეთებდი რაა მაინც არ მჯერა ამის კარგი ადამიანიბის და გულუბრყვულიბის ეგეთ უტვინო ვერ იქნება
bejo
21 ივლისი 2022 14:51
3
მთავარია ამას ვინმე ნაყოფია, აკობია ან ფიფიას მსგავსი მორიგი აფერისტი არ მოყვეს.
Levski
21 ივლისი 2022 15:53
6
თუ ვერ ინახავდი გაგეყიდა დროულად! დააფუძნე აკადემია იქიდან გაყიდე ასეც კი შეიძლება ან უამრავი კლუბია ლარად რო გადმოგცემს მთავრობა გამგეობის დოტაციაზე რომარის
kllaus
21 ივლისი 2022 14:04
1

სიახლეები პოპულარული