90 წუთი/90 min: "დინამოს" ყიდვის ყველაზე მთავარი კანდიდატი კახა კალაძეა

AutoSharing Option
Facebook-ზე სპორტული გვერდი 90 წუთი/90 min. წერს, რომ თბილისის "დინამო" შესაძლოა, კახა კალაძემ შეიძინოს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ყველაზე მთავარი კანდიდატი გუნდის ყიდვისა სწორედ თბილისის მერია. აი, რას ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში:

" ჩვენი ინფორმაციით, დაინტერესება არის - ამ ეტაპზე დინამო თბილისის შეძენის პირველი და ყველაზე მთავარი კანდიდატი კახა კალაძეა", - წერია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ დღეს რომან ფიფიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" ყიდის. 

alt"ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც..." - ფიფიამ "დინამოს" გაყიდვის ამბავი დაადასტურა და ასევე უპრეცედენტო გადაწყვეტილება გვამცნო

მკითხველის კომენტარები / 56 /
ეს უკვე შემაშფოთებელი ოლიგარქიზაციაა.
ანდრი
21 ივლისი 2022 19:55
45
Რუსებს არ მიჰყიდოსო ბევრი იძახის...რუსების და რუსეთის დედაც...საკუთარი სისხლი და ხორცი,ძმა დავკარგე ცოტა ხნის წინ რუსებთან ბრძოლაში და ერთი სული მაქ მაგათი სისხლი დავლიო,მაგრამ თურქებიც ელაპარაკებიან ფიფიასო და თურქებს მიჰყიდოს?ეგენი აღარ არიან ოკუპანტები?თუ მაგათ ცოტა ქართული მიწა აქვთ მიტაცებული და ცოტა ქართველის სისხლი აქვთ დაღვრილი?მგელს მგლობა ერქვა ტურამ ქვეყანა ამოაგდოვო.დღეს არა ხვალ რუსეთს მოუწევს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება-ორი აზრი არ არი,აი თურქეთი თუ დაგვიბრუნებს ტაოკლარჯეთს????ტაოკლარჯეთი კი არა ნეტავ ბათუმი არ წაიღოს რუსეთი რო დაიშლება...
Წარმატებები დინამოს,ყველა სპორტსმენს და ღმერთმა ქნას ძველი დიდება დაებრუნებინოს დინამოს და საქართველოსაც!!!
jordan beli
21 ივლისი 2022 19:52
10
დღეს რუსეთია მთავარი. შემდეგ თურქეთის ჯერიც მოვა.
ჩვენც უნდა გავინძრეთ.
მეგობრებ არ უნდა ვკარგავდეთ!
ჰარი
21 ივლისი 2022 20:05
7
ბათუმი რუსებს მიაქვთ,მომავალი სოხუმია!!!
სოსო
21 ივლისი 2022 20:49
16
ეგრე რა ძლივს კარგი ამბავი დინამოს შესახებ!! კალა ქართული ფეხბურთის ლეგენდა!!
Lebron
21 ივლისი 2022 21:17
13
კალაძე ლეგენდა?არაფერი ლეგენდარული ქართულ.უკრაინულ,იტალიურ ფეხბურთში არ გაუკეთებია.კარგი,მუშა დამცველი გახლდათ რაც ლეგენდობისთვის ცოტაა
თამაზი
21 ივლისი 2022 23:27
32
ქართულ, უკრაინულ და იტალიურ ფეხბურთში საკუთარი მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. მისი გაცილების თამაშზე მალდინი!!! კანავარო!!! და ფრანკო ბარეზი!!! იყვნენ ჩამოსულები!!!! თბილისის და კიევის დინამოებში, მილანში და ჯენოაში ჯამში 400 თამაში ითამაშა!!!!! აქედან მილანში 9 წელი ითამაშა რა დროსაც 200 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა!!! ჩვენს ქვეყნის ყველა ააკობრივ ნაკრებში ჯამში 92 თამაში ჩაატარა აქედან ეროვნულ ნაკრებში 83 თამაში, მათშორის კაპიტნის რანგში!!!! ყველა ქვეყანაში სადაც ითამაშა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა ამას გარდა 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული ლიგის ორივე ფინალში თამაშა!!!! კალა არის ლეგენდა!!! მე პირადად ვამაყობ მისი კარიერით და დიდი ფეხბურთელობით!!!!! მადლობა კაპიტანო!!!!!!!!!!
lebron
22 ივლისი 2022 11:13
1
ყველა გამოხმაურება
კახი იყიდე დინამო და ააღორძინე ეროვნული ჩემპიონატი, პოლიტიკიდან საერთოდ წამოდი, მაინც უკვე ცუდათ ააქვს ოცნებას საქმე. ხალხიც დაგიფასებს და უფალიც!!!
პაპა კარლო
21 ივლისი 2022 19:29
8
ამ მთავრობაში ვინმეს ტვინი თუ აქვს და პიარში ვინმეს რამე გაეგება აქამდე ფიფიასთვის უნდა მოეთხოვათ ნორმალური გუნდის დაყენება, ისეთის მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფამდე რომ მიიყვანდა გუნდს. ეს ხომ დღესასწაული იქნებოდა, რომ თბილისს რეალი, ბარსელონა და მსოფლიო დონის გუნდები ესტუმრებოდნენ. ესეთი გუნდის მფლობელი კი იტყოდა რომ ფედერაციის და მთავრობის ხელშეწყობით შევძელით ესეთი გუნდის შექმნას. ისედაც ყველამ იცის რომ ფიფია ამ მთავრობის ჯიბის ბიზნესმენია.
მაგრამ არც ტვინია და არც მარიფათი.
კალაძეს რაც შეეხება:
ვინმეს მოწონს მისი წარსული თუ არა.
ფაქტია ყველაზე წარმატებული სპორტსმენია საქართველოს ისტორიაში და არამგონია ყველაზე ცუდი მერი იყოს თბილისის ისტორიაში.
ხოდა კახი:
თუ ვინმეს გინდათ რომ ამ დიდებული ისტორიის მქონე გუნდს ისევ დიდება დაუბრუნოთ, იყიდეთ ეს გუნდი ჩაატარეთ წმენდა, რომელიც შეეხება ყველას,მენეჯმენტს ვგულისხმობ და არა ბოლო რგოლებს.
ნუ დაიშურებთ რესურსებს რომ ღირებული ფეხბურთელები ჩამოიყვანოთ. ქართველ ბიჭებს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ფაქტია: ქართული რესურსი არ არის ამ ეტაპზე საკმარისი ჯგუფში მოსახვედრად.
აბა ჰე და აბა ჰო.
დიდება საქართველოს.
ირაკლი
21 ივლისი 2022 18:02
2
*
ზუსტად ეგაა სხვაობა ამ მთავრობასა და სააკიანის ნაც მთავრობას შორის რო ძალით არავის არაფერს არ აკეთებინებენ მიუხედავად მაგისა რო მართლა შეეძლოთ უდიდესი პიარი გაეკეთებინათ საკუთარი თავების იმით რო ფიფიასთვის და ნებისმიერი ქართული გუნდის მეპატრონისთვის დაევალებინათ დიდი ფულის ჩადება გუნდებში,,რაც შეეხება მის მერობას გადახედეთ დგევანდელ თბილისს ცენტრშიც და გარეუბნენშიც რამდენი სკვერი და რამდენი რეაბილიტირებული შენობაა პლიუს დახმარებები სოციალურად დაუცველებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის რომელიც მიხუილას დროს 50-ლარი იყო და მშობიარობა 1000-ლარზე მეტი ჯდებოდა,,ბაღში ყოველთვიური გადასახადი იყო და კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო??ეს ნაც სექტა დგემდე რო 3-4-წინიდან გაკრასკულ კორპუსს და ასფალტს გვაყვედრის გადით ქალაქში და ნახავთ თბილისის სილამაზეს,,მიდი კალა მიუხედავად იმისა რო მომწონხარ როგორც მერი გაცილებით მეტად შეგიყვარებთ თუ დინამოზე და ზოგადად ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე იზრუნებ უფრო მეტად,
21 ივლისი 2022 19:27
8
100%-ს. კახა ყველაზე წარმატებული სპორცმენია საქართველოს ისტორიაში? კარგით რა! მე კი მგონია რომ კახა კალაძე ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია (და არა სპორცმენი)საქართველოს ისტორიაში. ის თუ დინამოს შეიძენს და ამავე დროს იქნება წამყვანი პოლიტიკოსი, ჩვენი ბერლუსკონი გახდება. ვფიქრობ ამაში არაფერია ცუდი.
ზაალ
22 ივლისი 2022 04:48
0
ჩემი აზრი ასეთია, არ უნდა შეიძინოს კალაძემ და პოლიტიკურად აქტიურმა პირმა, რადგან მოყვება მაგას კლუბების დაჩაგვრები და მსაჯებზე მანიპულირება.
anti
21 ივლისი 2022 16:40
24
თუ მერიიდან წავა და პოლიტიკას ჩამოშორდება, მაშინ ნამდვილად კარგი ვარიანტია. არადა ფიფიაზე უარესი სიტუაცია იქნება.
ზურა
21 ივლისი 2022 17:12
31
მართლა მიკვირს ამდენი ბოღმა საიდან ხალხო? სანიოლის მწვრთნელობა რომ გვაუწყეს, კარგად მახსოვს 150 თუ უფრო მეტი კომენტარი წავიკითხე, კაცი ჩამოსულიც კი არ იყო ჯერ, ლანძღავდნენ, თათხავდნენ, აგინებდნენ. ის ხალხი ნეტა ახლა რას ფიქრობს?
ფიფიამ მთავარი გუნდი ვერ დააყენა, რაც მართალია მართალია, და ეს სერიოზული წარუმატებლობაა, მაგრამ აბა ნაკრების ან საქ. ჩემპიონატის ძლიერი ფეხბურთელები ჩამოთვალეთ, რამდენია მათგან დინამოს აკადემიის აღზრდილი? დიდი უმრავლესობა მათი, ფიფიას სკოლამ გაზარდა. სწორი იქნება დაუკარგოთ, რაც კარგი უკეთებია? ალბათ არა. რაც შეეხება კალაძეს იყიდოს ბატონო, თუ უნდა. მაგ ადამიანმა შრომის ფასი იცის, იცის წარმატება როგორ მოდის. ასე რომ აპრიორი აგინო, რავიცი რა ვთქვა, სად ვართ ჩარჩენილები გონებით...
სიმართლე
21 ივლისი 2022 19:45
6
სააქციო თუ გახდება მე უეჭველი გავხდები აქციონერი, მსურველი უამრავი იქნება დარწმუნებული ვარ, შეიძლება ამან უშველოს დინამოს.. ვინმე წესიერმა მაინც იყიდოს, ტორპედოს რომ აფერისტმა იყიდა..
Zviads
22 ივლისი 2022 00:07
1
ალილუია !!! არავინ იცის რა იქნება შემდეგ მაგრამ ფაქტია !!! ოდესღაც დიდი გუნდი დინამო, სამწუხაროდ კარგა ხანია უკვე არის ჭაობი და ეროვნული სირცხვილი, აუცილებლად რაღაც უნდა შეიცვალოს !!!
!
21 ივლისი 2022 17:48
0

სიახლეები პოპულარული