საქართველოს 7-ქალა 17 მაისს საფრანგეთში, ქალაქ ტურში გაემგზავრება და რაგბი ევროპის ალაფისთვის მზადების მიზნით თამაშებს გამართავს.

გოგონები 20 მაისს ტურის ორ გუნდთან ითამაშებენ, 24 მაისს კი ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვებიან, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კლუბებთან ერთად ჩეხეთის, ისრაელის და ანდორას ნაკრებები ითამაშებენ. საქართველო "დ" ჯგუფში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების, ვურესის და მაიოტის წინააღმდეგ ითამაშებს.

ტურში 15 მოთამაშე მიდის. მათგან ორი დებიუტანტია, ერთი – 36 წლის ანა პოღოსიანი კი, 7-ქალას ყოფილი კაპიტანი და საქართველოს ორგზის საუკეთესო ქალი მორაგბე, გუნდს 2015 წლის შემდეგ უბრუნდება.

„შემადგენლობა გამოცდილი და შედარებით ახალბედა მორაგბეების ნაზავს წარმოადგენს. გვყავს ორი დებიუტანტი – ნინო გუგუჩია და ანა რურუა. რურუას 18-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ეროვნულის სატურნირო შემადგენლობაში კი პირველადაა. დაგვიბრუნდა საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე ანა პოღოსიანი. მას გარკვეული წყვეტა ჰქონდა, მაგრამ გამოცდილება არსად იკარგება და კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ის მაქსიმალურად იყო ჩართული მზადების პროცესში, დანარჩენი კი მოსამზადებელ თამაშებში გამოჩნდება“ – შემადგენლობასთან დაკავშირებით ამბობს მთავარი მწვრთნელი ჯაბა მალაღურაძე და განაგრძობს:

„თამაშის მხრივ გვაქვს პატარ-პატარა ცვლილებები და ტურში შევხედავთ, როგორ გადავიტანთ ამ ყველაფერს მოედანზე. ვნახავთ, რა გამოგვდის ყველაზე კარგად, რაზე გავაკეთოთ სამომავლოდ აქცენტი და რა კორექტივები შევიტანოთ ჩვენს თამაშში. ვემზადებით ევროპის ალაფისთვის და დიდი წყვეტის შემდეგ მნიშვნელოვანია სათამაშო გამოცდილების მიღება როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის“.

რაც შეეხება რაგბი ევროპის ალაფას, მისი პირველი ეტაპი 14-16 ივნისს ხორვატიაში, ზაგრებში გაიმართება და საქართველო "გ" ჯგუფში ფინეთის, ისრაელის და ნორვეგიის წინააღმდეგ ითამაშებს. "ა" ჯგუფში შვედეთი, ლატვია, ავსტრია და ანდორა მოხვდნენ, "ბ" ჯგუფში კი რუმინეთი, უნგრეთი, დანია და შვეიცარია გაერთიანდნენ. ალაფის მეორე ეტაპს 12-14 ივლისს უნგრეთი, ბუდაპეშტი უმასპინძლებს.

„რაგბი ევროპაზე ჩვენი მიზანი უცვლელია – ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. ვფიქრობ, უკვე საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა, კარგად ვართ მომზადებული, მოთამაშეთა ხარისხი გაუმჯობესებულია და ეს აუცილებლად მოგვიტანს შედეგს“ – აღნიშნა მალაღურაძემ.

შეგახსენებთ, შარშან 7-ქალამ ერთი ეტაპი მეოთხე, მეორე კი მესამე ადგილზე დაასრულა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. ორი ეტაპის ჯამში ალაფის ორი მოწინავე გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

7-ქალას გაფართოებული შემადგენლობა

სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, ნათია გავაშელიშვილი, ანი კაპანაძე, თეონა ჩიტაიშვილი, თამარ მანაგაძე, მარიამ გოგუაძე, მანონი საღარაძე, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა ხაბულიანი, ნინო გუგუჩია, ნინო წიკლაური, ანა პოღოსიანი, ანა რურუა.

მთავარი მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

მწვრთნელი: გიორგი შკინინი

ექიმი: ოთარ თაბაგარი

ფიზიო: გიორგი მურადაშვილი

მენეჯერი: ია ხურცილავა

Rugby.ge

ჩელენჯ თასი | ბრიტანელებთან თბილისში, ტოპ 14-ის გუნდებთან საფრანგეთში
"შავი ლომი" 12 მოთამაშით გაძლიერდა - მათგან ორი ლეგიონერია
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში