მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა

AutoSharing Option
ნახევარმცველი მერაბ გიგაური, რომელიც 2019 წლიდან აზერბაიჯანულ "გაბალასა" და "კეშლაში" თამაშობდა, "ტორპედოში" დაბრუნდა, - ამის შესახებ ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:

"29 წლის ნახევარმცველი მერაბ გიგაური "ტორპედოში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად თურქულ შეკრებაზე იმყოფება. ის 7-ნომრიან მაისურს მოირგებს.

მერაბი წლების განმავლობაში ირიცხებოდა "ტორპედოს" შემადგენლობაში. მან 157 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან 7 გოლი და 10 საგოლე პასითაც დაამახსოვრა გულშემატკივარს თავი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
რაღა გიჭირთ)))) სხვებმა იდარდონ ახლა)))
აუფ
13:29 23-07-2022
6
არიქა მესმის ტრანსფერი და კუჭავას დაპირება ჩემპიონთა ლიგა :))
4-1-3-2
11:39 23-07-2022
7

სიახლეები პოპულარული