როგორც იცით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის "დილას" ფეხბურთელი პაატა ღუდუშაური "დინამოში" გადავიდა, რასაც "პირატების" უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ღუდუშაური წარსულში გარიგებულ თამაშებშია ეჭვმიტანილი.
"პაატა უწესიერესი ბიჭია, თავმდაბალი და თავის საქმის პროფესიონალი. არასდროს მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია! მან იწვალა თითქმის 2 წელი და თავის სიმართლე სასამართლოს გადაწყვეტილებითაც კი ნათელია (ისე პროფესიული ფეხბურთში არავინ დაბრუნდებდა როგორც სხვები არ დააბრუნეს თუნდაც).
პირატებო დიდ პატივს გცემთ, ჩემი თქვენ სამი
აქვე კიდევ ერთხელ გაგაცნობთ განცხადებას, რომელიც "პირატებმა" გამოაქვეყნეს:
"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ, რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს, პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.
ასევე, გუშინდელ "მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას."
p.s. კიდევ ერთი რამ, ბათუმის დინამოს გულშემატკივარს, პირატები ერქმებათ თუ მეკობრეები,არაფერი ეშლებათ და მათგან შეგიძლიათ გადაიღოთ ბევრი რამ, დანარჩენი გუნდების გულშემატკივრემა.