მატჩების მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულ ფეხბურთელს აქ არავინ ელის - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრების განცხადება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი "შავი ზღვის პირატები" განცხადებას ავრცელებს:

"გუშინდელი კატასტროფის შემდგომ, დღეს, ვიგებთ, რომ ბათუმის "დინამოს" სურვილი აქვს, პროფესიული მატჩების მოსყიდვის ფაქტზე ბრალდებული ფეხბურთელი დაიმატოს. იმედი გვაქვს, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბათუმში მას არავინ ელის.
ასევე, გუშინდელ "მარცხთან“ დაკავშირებით ველოდებით ოფიციალურ განხადებას."

Sportall.Ge

"ფეისბუქგვერდ" "90 წუთის" ინფორმაციით, გორის "დილას" ნახევარმცველი პაატა ღუდუშაური საქართველოს ჩემპიონთა რიგებში იასპარეზებს. ბათუმელი გულშემატკივრების განცხადება სწორედ ამის შემდეგ გავრცელდა.

შეგახსენებთ, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამომ" პოლონურ "ლეხთან" დიდი ანგარიშით
(0:5) წააგო და განმეორებით შეხვედრას აზრი დაუკარგა.

alt"პოზნანში არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის მოსაზრება

altბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

მკითხველის კომენტარები / 29 /
ეს ქალაქი და მისი გულშემატკივარი(მე ვფიქრობ ერთ-ერთი გამორჩეული ევროპაში)ნამდვილად იმსახურებს კარგი გუნდის ყოლას.წარმატებები!!!
კახა ქ.
16:01 23-07-2022
2
შენ არც სახელი გაქვს და არც გვარი და ასეთი კაცი აზრს რომ ვერ გამოიტან გასაგებია.რაც შეეხება ჩემს გამოდგომას.....დავწერდი, მაგრამ შენ მაინც ვერ გაიგებ.ისე ჯობდა წერაც რომ არ გცოდნოდა, აზრი მაინც ვერ გამოგაქვს და.....
ვაი რასწერს კახა,აზრი ვერ გამოვიტანე
15:53 23-07-2022
2

სიახლეები პოპულარული