პრიეტომ და ბენიომ თბილისის "დინამო" დატოვეს

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" ორმა ლეგიონერმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანელ მეკარესთან, ანდრეს პრიეტოსთან, კონტრაქტი გაწყდა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისის ჩათვლით არის გაფორმებული, აღარ გახანგრძლივდება და ტოგოელი მცველი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ანდრეს პრიეტო "დინამო თბილისს" 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი "დინამოს" ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და 71 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის
ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ტოგოელი მცველი "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.

"დინამო თბილისი" მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგა ხნის წასასვლელი იყო ბენიო თუ ლეგიონერებზე კეთდება აქცენტი სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე რატო არ აქტიურობს დინამო კარგი დონის ბოლივიელი, პერუელი, ან პარაგვაელი დიდი სიამოვნებით ითამაშებდნენ დინამოში ამაზე მუშაობაა საჭირო.
qomagi
27 ივლისი 2022 15:15
0
ზოგადად, ნებისმიერი ნორმალური გუნდი ცდილობს ყავდეს სტაბილური დაცვის ხაზი და მეკარე, რომლებიც შეთამაშებულები არიან ერთმანეთთან. დინამოში ლორიას წასვლის შემდეგ რამდენი მეკარე გამოიცვალა თვითონ არ ახსოვთ- ლიტოვჩენკო, პერალესი, სიკაჩი, რევიშვილი, პრიეტო, კვასხვაძე,ბულისკირია, მიგინეიშვილი და ა.შ. დაცვის ხაზი ხომ საერთოდ. ბოლოს კვარაცხელია- უსტარიცი , 2013-ში, იყო შედარებით ნორმალური წყვილი დაცვაში, ოღონდ მათაც ტოტენჰემის მეორე შემადგენლობამ ხუთი ბურთი გაუტანა.
არშემდგარი სპეციალისტი
26 ივლისი 2022 14:46
0
კაია! მიყვნენ ყველა აფრიკელები! აქცენტები ქართველებზე!!!!!!!!!!
გია
26 ივლისი 2022 11:15
9
მართალი ხარ გია! უკვე ყელში ამოვიდა ამდენი ჩამოსული აფრიკელებით, გუნდების შევსება. ერთი ვიცი, რომ ფულებს უაზროდ ვყრით ამ აფრიკელებზე.
კოტე
26 ივლისი 2022 12:31
2
უდაბლესი დონე იყო ორივე და კიდევ კაი გაუშვეს. მე ერთი ის მიკვირს, ამდენი წელი უნდა გარცხვენდეს ფეხბურთელი, რომ მიხვდე რომ გასაშვებია?
პირადად ბენიოს გამო ვართ გამოვარდნილი წელსაც და შარშანაც ევროტურნირებიდან. ფეხს აცილებდა ბურთს ყველა თამაშში რამოდენიმენეჯერ. პირადად მაგის გამო გვაქ დაკარგული რეიტინგში ქულები და მინიმუმ 2 მილიონ ლარზე მეტი (რა შემოსავალიც უნდა მიგვეღო უეფასგან)
Superman
26 ივლისი 2022 08:12
0
ორივე გასაშვები იყო.ბენიომ წესიერად სირბილიც არ იცოდა და ამ მეკარემ რაც პენლებზე გააკეთა....(როგირ იდგა ნახეთ,შუაში არ იდგა)მაგრამ მთაცარი ის არის,ვინ მოიყვანა ასეთი უვარგისი ფეხბურთელები,იმას არ ეკისრება არაფერი,აი ესაა მთავარი.თუ რამე ზომები არ მიიღეს,ისევ ესეთ ფეხბურთელებს მოიყვანს და გაგრძელდება ასე....
კახა ქ.
26 ივლისი 2022 04:47
0
ორივე გასაშვები იყო.ბენიომ წესიერად სიცილით არ იცოდა და ამ მეკარემ რაც პენლებზე გააკეთა....(როგირ იდგა ნახეთ,შუაში არ იდგა)მაგრამ მთაცარი ის არის,ვინ მოიყვანა ასეთი უვარგისი ფეხბურთელები,იმას არ ეკისრება არაფერი,აი ესაა მთავარი.თუ რამე ზომები არ მიიღეს,ისევ ესეთ ფეხბურთელებს მოიყვანს და გაგრძელდება ასე....
კახა ქ.
26 ივლისი 2022 04:44
0
ფეხბურთელის გაშვებაც რომ არ იციან :D
გასაგებია, ესენი არ იყვნენ ტოპ ლეგიონერები, მაგრამ წესით ფეხბურთელს გუნდიდან უშვებენ მაშინ, როცა, მინიმუმ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ეს ორივე ფეხბურთელი იყო დინამოს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გაუშვეს, ანუ უფრო სუსტები დატოვეს გუნდში. სასაცილოა.
ჯერ მოიყვანეთ უკეთესები (თუ რამის თავი გაქვთ) და შემდეგ გაუშვით ეგ ხალხი. ყველაფერში უკუღმართი რანაირად ხართ? არაფრის ღირსი არ ხართ საერთოდ და იმიტომაც ვერც აღწევთ ვერაფერს.
პ.ს. ბათუმიც ამათ გზას დაადგა :)) საგიჟეთი.
Burton
26 ივლისი 2022 02:26
4
რეებს წერ ? ბენიოს ერთერთი ყველაზე მაღალი ხელფასი ქონდა გუნდში და ყოველი მესამე გოლი მაგის კისერზე იყო. ძირითადი რომ არ ეკუთვნოდა და არ იყო ხელფასის ადეკვატური ზუსტად მაგიტომ უნდა გაეშვათ ჯერ კიდე შარშან. აბა რა უნდა ექნათ სკამზე მყოფი 200 ლარიანი ჭიჭვეიშვილი გაეშვათ?
დავითი
26 ივლისი 2022 10:20
1
გილოცავთ. ძლიიივვსსს..
ილია
26 ივლისი 2022 01:58
1
რა შეუმდგარი ქვეყანაც ვართ ის სატრანსფერო პოლიტიკა გვაქვს ძალიან სასაცილო უსუსური ღატაკი ქვეყანა ვართ, კუპატაძეს დონე არაა საკმარისიო ბათუმში, ბედნიერი ვარ რო ქართული პასპორტი აღარ მაქ
მამუკა სვანი
26 ივლისი 2022 01:00
31
აი პრიეტო რატომ უნდა გაუშვა? მაგაზე უკეთესი ვინ არის? ნოიერი მოგყავთ?

ბენიო დირკაა, მაგრამ გუნდის სხვა მცველებს ყველას ჯობდა, ისინი რატომ არ გაუშვით?
ვენეციის კომისია
26 ივლისი 2022 00:06
19
აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა! ბენიო აქამდეც მოსაშორებელი იყო. რაც შეეხება პრიეტოს, საშუალოზე დაბალი დონე იყო და სავარუდოდ მის ნაცვლად კუპატაძე მოვა
fani
26 ივლისი 2022 01:17
2
კაი რა ვის ჯობდა? წელსაც და შარშანაც დინამოს გამოვარდნა მისი ბრალია პირდაპირ! ეგრეც რომ იყოს ყველა დანარჩენი ქართველია, როცა მოგყავს იმათზე უკეთესი უკეთესი ხომ უნდა იყოს ბევრად? ბენიო არ იყო ფეხბურთელი, ფეხბურთელი ბურთს ფეხს ეგრე არ უქნევს!
სიმართლე
26 ივლისი 2022 00:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული