პრიეტომ და ბენიომ თბილისის "დინამო" დატოვეს

AutoSharing Option
"დინამო თბილისი" ორმა ლეგიონერმა დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ესპანელ მეკარესთან, ანდრეს პრიეტოსთან, კონტრაქტი გაწყდა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, მისი მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მიმდინარე წლის 28 ივლისის ჩათვლით არის გაფორმებული, აღარ გახანგრძლივდება და ტოგოელი მცველი ჩვენს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ანდრეს პრიეტო "დინამო თბილისს" 2021 წლის აგვისტოში შემოუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან თბილისური კლუბის მაისურით 35 შეხვედრა გამართა, საიდანაც 15 თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა. რაც შეეხება საიმონ ბენიოს, იგი "დინამოს" ღირსებას 2020 წლიდან იცავდა და 71 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, მის
ანგარიშზე ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. ტოგოელი მცველი "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და სუპერთასი მოიგო.

"დინამო თბილისი" მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 14 /
კარგა ხნის წასასვლელი იყო ბენიო თუ ლეგიონერებზე კეთდება აქცენტი სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე რატო არ აქტიურობს დინამო კარგი დონის ბოლივიელი, პერუელი, ან პარაგვაელი დიდი სიამოვნებით ითამაშებდნენ დინამოში ამაზე მუშაობაა საჭირო.
qomagi
15:15 27-07-2022
0
ზოგადად, ნებისმიერი ნორმალური გუნდი ცდილობს ყავდეს სტაბილური დაცვის ხაზი და მეკარე, რომლებიც შეთამაშებულები არიან ერთმანეთთან. დინამოში ლორიას წასვლის შემდეგ რამდენი მეკარე გამოიცვალა თვითონ არ ახსოვთ- ლიტოვჩენკო, პერალესი, სიკაჩი, რევიშვილი, პრიეტო, კვასხვაძე,ბულისკირია, მიგინეიშვილი და ა.შ. დაცვის ხაზი ხომ საერთოდ. ბოლოს კვარაცხელია- უსტარიცი , 2013-ში, იყო შედარებით ნორმალური წყვილი დაცვაში, ოღონდ მათაც ტოტენჰემის მეორე შემადგენლობამ ხუთი ბურთი გაუტანა.
არშემდგარი სპეციალისტი
14:46 26-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული