"თბილისს მხოლოდ ფეხბურთი აკლია, დანარჩენი ყველაფერი აქვს..." - თემურ ქეცბაია

AutoSharing Option
კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა "საფეხბურთო ტაიმაუტის" პირდაპირ ეთერში, სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

კვიპროსის ნაკრები და მოახლოებული თამაშები

ჩვენი მიზანია მომდევნო მატჩებში რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ. მარტივი შეხვედრები არ იქნება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, როგორი თამაშებიც კვიპროსის ნაკრებმა აჩვენა, საშინაო კედლებში გვაქვს შანსი, რომ 2 შეხვედრაში ქულა ან ქულები მოვიპოვოთ. "ანორთოსისში" მუშაობის პერიოდში შეთავაზება არაერთხელ მქონდა, როდესაც თავისუფალი ვიყავი და ისევ დამიკავშირდნენ. ბევრი არ მიფიქრია, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე. კარგია, რომ მოთამაშეებზე დასაკვირვებლად ბევრი მოგზაურობა არ მომიწევს,
რადგან ფეხბურთელების უმეტესობა ადგილობრივ ჩემპიონატში გამოდის. 

ევროტურნირები და ქართული გუნდების შეფასება

თბილისის "დინამოსგან" უფრო მეტს მოველოდი. იმავეს მოლოდინი ბათუმის "დინამოსგანაც" მქონდა, რადგან "სლოვანთან" ბრწყინვალედ იასპარეზეს და შემდეგ ეტაპზე გასვლას იმსახურებდნენ. "ლეხთან" გასვლით მატჩში ასეთი მარცხს ვერ წარმოვიდგენდი. "საბურთალომ" სასიამოვნოდ გაგვაკვირვა, მიუხედავად იმისა, რომ "სტიაუას" სახით რთული მეტოქის წინააღმდეგ მოუწიათ თამაში, ორივე შეხვედრაში კარგი ფეხბურთი აჩვენეს და ვფიქრობ, მეტს იმსახურებდნენ. 

ქართული გუნდების სამომავლო პერსპექტივებზე

ვერ ვიტყვით, რომ შარშან კარგად გამოვედით და წელს იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან წლების განმავლობაში ერთი და იგივე მეორდება. რა დონის ჩემპიონატიც გვაქვს, ევროტურნირებზეც მსგავსი შედეგები გვაქვს. საქართველოს ჩემპიონატში კლუბებს არ აქვთ საშუალება, მაღალი დონის მოთამაშეები დაიმატონ. კვიპროსის ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე ჩვენი, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში კვიპროსული გუნდები ევროტურნირებზე რეგულარულად გამოდიან და მომავალ წლებში გამსვლელ კლუბთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. რა თქმა უნდა, ფინანსები ამ ყველაფრის მთავარი მიზეზია. თბილისი ულამაზესი ქალაქია, ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც აქ პირველად იყვნენ და ერთი სული აქვთ, მეორედ როდის დაბრუნდებიან. ნუთუ, ამხელა ქალაქში ვერ მოიძებნა ხალხი, რომ თბილისის "დინამოს" მიხედონ. ამ ქალაქს მხოლოდ ფეხბურთი აკლია, დანარჩენი ყველაფერი აქვს. ლატვიისა და ლიეტუვის გუნდებიც კი ახერხებენ ევროტურნირებზე გასვლას და დასანანია, რომ ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ. 

მოსაზრებაზე, რომ მეზობელ ქვეყნებთან საერთო ჩემპიონატი შეიქმნას

არა მგონია, რომ ეს ოდესმე მოხდეს. უმჯობესია, თანხები ჩვენს ჩემპიონატში ჩაიდოს. კვიპროსი არც ერთ ქვეყანასთან არაა გაერთიანებული, უფრო პატარა ქვეყანაა, ვიდრე საქართველო, მაგრამ ევროტურნირებზე 2 წარმომადგენელი უკვე ჰყავს. რატომ არ შეგვიძლია იგივე გავაკეთოთ ჩვენ? ეს იდეა ლოგიკისგან შორსაა".

შეგახსენებთ, თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრები ერთა ლიგის C ჯგუფში 24 სექტემბერს საბერძნეთის ნაკრებს და 27 სექტემბერს კოსოვოს დაუპირისპირდება.

altთემურ ქეცბაია: მათემატიკა კარგად ვიცი...




მკითხველის კომენტარები / 14 /
თბილისს, თბილისობა აკლია.
გია-გივი
13:54 06-08-2022
1
მაგარო საქარტველოს სახე ხარ ქეც ჯიგარო წარმატებები
o o n
18:23 05-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული