დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ერთ-ერთ შეხვედრაში ბრწყინვალე გოლი გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 7 აგვისტოს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/32-ფინალის ერთ-ერთ შეხვედრაში გულშემატკივარმა შესანიშნავი გოლი იხილა. საუბარია "მერანისა" და "სპაერის" თამაშზე.

ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. დამატებით ნახევარ საათში გუნდებმა კიდევ თითო-თითო გოლი გაიტანეს, პენალტების სერიაში კი "სპაერმა" გაიმარჯვა.

68-ე წუთზე "მერანის" შემადგენლობაში გურამ ლუკავამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ქართველმა ფეხბურთელმა შორეული დისტანციიდან შესანიშნავად დაარტყა.

ამრიგად, "სპაერი" 1/32-ფინალში გავიდა, თბილისურმა "მერანმა" კი გათამაშება ნაადრევად დაასრულა.

"მერანი" - "სპაერი" 2:2 (პენალტებში -3:4)

გოლები: 1:0 გურამ ლუკავა (68), 1:1 ლევან პაპავა (86), 1:2 სიენდა
მატენვა (94), 2:2 ანზორ სუხიაშვილი (120+2).
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართლაც კარგი გოლია,მაგრამ საჯარიმოს თითქმის წინა ხაზიდან დარტყმას,შორეულს ნამდვილად ვერ დავარქმევდი.
სოსო
13:20 09-08-2022
0

სიახლეები პოპულარული