გუშინ, 7 აგვისტოს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/32-ფინალის ერთ-ერთ შეხვედრაში გულშემატკივარმა შესანიშნავი გოლი იხილა. საუბარია "მერანისა" და "სპაერის" თამაშზე.
ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. დამატებით ნახევარ საათში გუნდებმა კიდევ თითო-თითო გოლი გაიტანეს, პენალტების სერიაში კი "სპაერმა" გაიმარჯვა.
68-ე წუთზე "მერანის" შემადგენლობაში გურამ ლუკავამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, ქართველმა ფეხბურთელმა შორეული დისტანციიდან შესანიშნავად დაარტყა.
ამრიგად, "სპაერი" 1/32-ფინალში გავიდა, თბილისურმა "მერანმა" კი გათამაშება ნაადრევად დაასრულა.
"მერანი" - "სპაერი" 2:2 (პენალტებში -3:4)
გოლები: 1:0 გურამ ლუკავა (68), 1:1 ლევან პაპავა (86), 1:2 სიენდა მატენვა (94), 2:2 ანზორ სუხიაშვილი (120+2).