დავით სხირტლაძე: "საქართველოში დინამოს ყოველთვის ყველაზე მეტი მოეთხოვება. ეს განსაკუთრებული კლუბია და გულშემატკივრებს ყოველთვის წარმატების მოლოდინი აქვთ. ყოველ წელს ჩემპიონობა მოგვეთხოვება და არამარტო ეს, დინამოს ქომაგს ყოველთვის სანახაობრივი თამაში სურს. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში კაპიტანს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ვთვლი, რომ მზად ვარ ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სწორად წარმოვაჩინო ჩემი თავი, ჩემი გუნდი და ჩემი ქალაქი."
დავით სხირტლაძე დინამოელთა რიგებს პირველად 2020 წლის სეზონის
დავით სხირტლაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, ეროვნული ნაკრების მაისური კი, მას ოთხჯერ აქვს მორგებული.
გუნდის ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი - ჯიმი ტაბიძეა.
ახალი კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნების შესახებ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:
"დავით სხირტლაძე ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და ამასთან ერთად მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. თანაგუნდელებთან შესანიშნავი კომუნიკაცია აქვს და ახალგაზრდა მოთამაშეებზე სწორ გავლენას ახდენს. ჩემი აზრით მას აქვს ყველა თვისება რაც დინამოს კაპიტანს სჭირდება.
რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, ის ჩვენი აკადემიის აღზრდილი მოთამაშეა და შეიძლება ითქვას, რომ დინამოს კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. იგი გუნდში ვიცე-კაპიტნის სტატუსით დამხვდა და ვფიქრობ, რომ ის ამას სრულად იმსახურებს. მექვაბიშვილს ყველა ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი და საკუთარი შრომით მიაღწია იმას რაც დღეს აქვს. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, ვთვლი, რომ ეს ყველაფერი სამაგალითოა.
მეორე ვიცე-კაპიტანი ჯიმი ტაბიძე იქნება, მან კარგად იცის ყველა ჩემი მოთხოვნა და სხირტლაძის მსგავსად მასად დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამასთან ერთად იგი ძალიან კარგი ადამიანია, კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს და გუნდის ლიდერობა შეუძლია. ვფიქრობ, რომ იგი თავისი ქცევით და პროფესიონალიზმით ჩვენს გუნდში სამაგალითოა."
fcdinamo.ge