გაგვასწრო ესტონეთმა, მალტამ და ფარერებმა - საქართველომ უეფას განახლებულ რეიტინგში საშინელი შედეგი დააფიქსირა

AutoSharing Option
მიმდინარე კვირაში უეფას სამი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალური მატჩები გაიმართა და პლეი-ოფში გამსვლელი გუნდების ვინაობაც გაირკვა.

დღეს კი ევროპულმა ფეხბურთის მართველმა ორგანომ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს კატასტროფული მაჩვენებელი აქვს.

თავად განსაჯეთ - უეფას წევრი 55 ქვეყნიდან საქართველო 7.000 ქულით 47-ე ადგილს იკავებს. ჩვენ უკან შემდეგი ქვეყნებია - ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი, უელსი, გიბრალტარი, ისლანდია, მონტენეგრო, ანდორა და სან მარინო.

ჩვენზე კარგი შედეგი დააფიქსირეს წელს მალტის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების კლუბებმა, რის გამოც რეიტინგში გადაგვასწრეს.

საქართველოზე წინ 6 საფეხურითაა ჩვენი მეზობელი
სომხეთი, რომელიც 41–ე პოზიციას იკავებს. აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთი კი ბოლო პერიოდში მოგეხსენებათ წარმატებებით განებივრებულია და "ყარაბახი" სულაც ჩემპიონთა ლიგის პლეი–ოფშია გასული.

ამის წყალობით, ჩვენი მეზობელი ქვეყანა რეიტინგში ძალიან კომფორტულადაა და 26–ე ადგილს იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე წელს საქართველოს ბათუმისა და თბილისის "დინამოები", ასევე გორის "დილა" და "საბურთალო" წარმოადგენდნენ.

შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ "საბურთალომ" შეძლო, რომელიც კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4-ფინალში "სტიაუასთან" დამარცხდა. ბათუმის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე "სლოვანთან" წააგო, შემდეგ კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც პოლონურ "ლეხთან" ვერაფერი გაახერხა.
მკითხველის კომენტარები / 43 /
საქართველოში ფეხბურთის მმართველი ორგანო არის ფეხბურთის ფედერაცია! რაც შეეხება სტადიონებს და ბაზებს ამას აშენებს სახელწიფო და არაა ფედერაციაა ფედერაცია ამასთან არაფერ შუაშია.
რას აკეთებს ფედერაცია მათი მუშაობის დროს რა შედეგი დაიდო თუნდაც საკლუბო ან სანაკრებო დონეზე ოქრის შანსი მივიღეთ და გავანიავეთ მაკედონიასთან და საკლუბო დონეზე შევცვალეთ კალენდარი შევამცირეთ გუნდების რაოდენობა და იმაზე უარესი შედეგი გვაქვს ვიდრე ადრე გვქონდა მე ბევრად მირჩევნია 18 გუნდიანი ჩემპიონატი და ჩვეულებრივი კალენდარი იმას რაც არის დღეს ვერც ინვესტიციები ვერ მოიზიდეს ქართულ ფეხბურთში ვერც პოპულარიზაცია გააკეთეს ქართული ფეხბურთის შექმენეს რაღაც გაუგებარი ფონდი რომელმაც არანაირი შედეგი არ მოიტანა და ახლა ნაკრების თამაშს არიან ამოფარებულები ნაკრების თამაში და ნაკრების წარმატება არის ერთი კაცის დამსახურება ხვიჩა კვარაცხელია. რომ არაა კვარაა ამ ჯგუფში სად ვიქნებოდით და რომელ ადგილზე ეგ თავადგანსაჯეთ რას თამაშობს საქართველოს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე.
არაკომპედენტური არაპროფესიონალები ერთგვარი საძმო მოაჯდა ფედერაციას ყველა ჩამოწერილი ყოფილი ფეხბურთელი ყველა უსაქმური შეყარეს იქ და ახლა და უხდიან ჩვენს ფულს არაფრის კეთებაში.
ზურა
16:10 14-08-2022
1
(წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით); უყურეთ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. არცერთი ქართული კლუბი შედეგებზე ორიენტირებული არ და ვერ იქნება.
jorj
10:05 14-08-2022
1

სიახლეები პოპულარული