თბილისის "დინამოს" კაპიტანი დავით სხირტლაძე იქნება

AutoSharing Option
დინამოს ახალი კაპიტანი ჰყავს, გიორგი პაპავას შემდეგ თბილისური კლუბის კაპიტნის სამკლავურს დავით სხირტლაძე მოირგებს.

დავით სხირტლაძე: "საქართველოში დინამოს ყოველთვის ყველაზე მეტი მოეთხოვება. ეს განსაკუთრებული კლუბია და გულშემატკივრებს ყოველთვის წარმატების მოლოდინი აქვთ. ყოველ წელს ჩემპიონობა მოგვეთხოვება და არამარტო ეს, დინამოს ქომაგს ყოველთვის სანახაობრივი თამაში სურს. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში კაპიტანს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. ვთვლი, რომ მზად ვარ ამისთვის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სწორად წარმოვაჩინო ჩემი თავი, ჩემი გუნდი და ჩემი ქალაქი."

დავით სხირტლაძე დინამოელთა რიგებს პირველად 2020 წლის სეზონის
დასკვნით ეტაპზე შეუერთდა, 3 გოლი გაიტანა და ლურჯ-თეთრების ჩემპიონობაში თავისი წვლილი შეიტანა. სხირტლაძის მომდევნო კლუბი დანიური ვიბორგი გახლდათ. გამოცდილი ფორვარდი დინამოში 2021 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა, ამ პერიოდის განმავლობაში მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

​დავით სხირტლაძე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ, ეროვნული ნაკრების მაისური კი, მას ოთხჯერ აქვს მორგებული.

გუნდის ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი იქნება, ხოლო მეორე ვიცე-კაპიტანი - ჯიმი ტაბიძეა.

ახალი კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნების შესახებ კომენტარი ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა გააკეთა:

"დავით სხირტლაძე ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და ამასთან ერთად მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს. თანაგუნდელებთან შესანიშნავი კომუნიკაცია აქვს და ახალგაზრდა მოთამაშეებზე სწორ გავლენას ახდენს. ჩემი აზრით მას აქვს ყველა თვისება რაც დინამოს კაპიტანს სჭირდება.

რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, ის ჩვენი აკადემიის აღზრდილი მოთამაშეა და შეიძლება ითქვას, რომ დინამოს კიდევ ერთი წარმატებული პროექტია. იგი გუნდში ვიცე-კაპიტნის სტატუსით დამხვდა და ვფიქრობ, რომ ის ამას სრულად იმსახურებს. მექვაბიშვილს ყველა ასაკობრივი გუნდი აქვს გამოვლილი და საკუთარი შრომით მიაღწია იმას რაც დღეს აქვს. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, ვთვლი, რომ ეს ყველაფერი სამაგალითოა.

​მეორე ვიცე-კაპიტანი ჯიმი ტაბიძე იქნება, მან კარგად იცის ყველა ჩემი მოთხოვნა და სხირტლაძის მსგავსად მასად დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ამასთან ერთად იგი ძალიან კარგი ადამიანია, კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს და გუნდის ლიდერობა შეუძლია. ვფიქრობ, რომ იგი თავისი ქცევით და პროფესიონალიზმით ჩვენს გუნდში სამაგალითოა."

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინ მოდიხართ დღეს სტადიონზე? მაგარი თამაში იქნება, ბოლნისს მოვუგეთ მეორე გუნდით და პირველით არანაკლებ 3-0 ველი, ერთი სული მაქ თამაშს ვუყურო, წინ დინამო
დათა
13 აგვისტო 2022 18:06
0
წავედით შემდეგ წრეზე,დაიწყება ახლა ისევ დაბოლება და თვალებში ნაცარი მომავალ ევრო ტურნირებამდე, შედეგი ტრადიციული იქნება-გავარდნა პირველივე ეტაპიდან და ასე დაუსრულებლად..... ისე ჭიაბრიშვილის გაკეთებული გუნდი არ გაიშვა....
დრაივა
13 აგვისტო 2022 11:00
0
სასაცილოა.სხირტლაძე კაპიტნად.პაიდესთან მინიმუმ სამი უნდა გაეტანა,მარა რისი გამტანია,ფეხები ებლანდება.ამას რა უნდა დინამოში.ის ტოგოელი მცველი რომ იყო,იგივე ისაა ოღონდ თავდასხმაში და კაპიტნადო.ლიდერის თვისებებით გამოირჩევაო.რა აბსურდია,სად ხართ საერთოდ დინამო თბილისო.ერთერთი პირველი ეს უნდა გაეშვათ და ამათ კაპიტნად დანიშნეს.სასაცილოც აღარაა.რა ეშველება ქართულ საკლუბო ფეხბურთს ნეტავ...
master
13 აგვისტო 2022 10:19
1
Fifia aba shen ici feolac ver gishvelis ase mgonia me
Mamuka
13 აგვისტო 2022 05:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული