"ტორპედო" 19 წლის კამერუნელი თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
19 წლის კამერუნელი თავდამსხმელი დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო "ტორპედოს" ფეხბურთელია! 19 წლის კამერუნელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მიუხედავად ასაკისა დანიელს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზეც კარგი გამოცდილება აქვს. "ტორპედოს" ახალწვეული კამერუნის 17-წლამდელთა, ხოლო დღეს 23-წლამდელთა ნაკრების წევრია.

კლუბში გადმოსვლამდე დანიელ ბარელ ტუეტო ფოსტო ზაგრების "დინამოს" 19-წლამდელთა კლუბის წევრი იყო. დანიელმა 2021/22 წლის სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა.

წარმატებებს ვუსურვებთ დანიელს
ტორპედოს დიდ ოჯახში!"

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს ხალხი ისე ზერელედ ეკიდება ამ ფეხბურთელს გეგონება დინამოებს პირდაპირ ლალიგა სერია ადან მოყავთ ვარსკვლავები . ამ ბიჭმა ადგა და ზაგრების ოცწლამდელებში 17 გოლი შეაგდო 13 შეხვედრაში ორივე ფეხით თანაბრად ურტყამს კამერუნის 23 წლამდე ნაკრებში 13 გოლი გაიტანა 11 თამაშში ხელფასი 6 000 დოლარი ექნება მიუხედავად იმისა ძირითადში ამ ეტაპზე არ განიხილება უფრო პერსპექტივაში. ეტაპობრივად ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს ამ ფეხბურთელიდან. ამ გუნდს ყავს საკმაოდ კარგი პატრონი რაც ესოდენ სანატრელია ჩვენი ნახევრად სამოყვარულო ლიგის გუნდებისთვის , გავა წელს ევროტურნირებზე ? გაისად უფრო ძლიერ ლეგიონერებს მოიყვანენ . ეს გუნდი იტყვის თავის სიტყვას ევროტურნირებზე.
antey
12:36 13-08-2022
1
სპეციალურად სოკერვეიზე ვნახე ამ ბიჭის მონაცემები და ერთ თამაშიც არ აქვს ნათამაშები ასაკობრივ ნაკრებებში. არადა სოკერვეი სანდო გვერდია სტატისტიკის მხრივ. ან ჩვენი მოტყუება უნდათ ან ამათ ატყუებენ.დ.დ
სიმართლე
02:30 13-08-2022
2

სიახლეები პოპულარული