"ტორპედო" 19 წლის კამერუნელი თავდამსხმელით გაძლიერდა

AutoSharing Option
19 წლის კამერუნელი თავდამსხმელი დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:

"დანიელ ბარელ ტუეტო ფოტსო "ტორპედოს" ფეხბურთელია! 19 წლის კამერუნელმა ფორვარდმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

მიუხედავად ასაკისა დანიელს, როგორც საკლუბო ასევე სანაკრებო დონეზეც კარგი გამოცდილება აქვს. "ტორპედოს" ახალწვეული კამერუნის 17-წლამდელთა, ხოლო დღეს 23-წლამდელთა ნაკრების წევრია.

კლუბში გადმოსვლამდე დანიელ ბარელ ტუეტო ფოსტო ზაგრების "დინამოს" 19-წლამდელთა კლუბის წევრი იყო. დანიელმა 2021/22 წლის სეზონში 17 ჩატარებულ შეხვედრაში 23 გოლის გატანა მოახერხა.

წარმატებებს ვუსურვებთ დანიელს
ტორპედოს დიდ ოჯახში!"

მკითხველის კომენტარები / 12 /
ტორპედო,თბილისის და ბათუმის დინამოები უნდა იყვნენ ჩვენი საკლუბო ფეხბურთის გამწევი ევროპაში,ეს სამი გუნდი შედეგებს უნდა დებდნენ სხანაირად არ გამოვა არაფერი.
qomagi
13 აგვისტო 2022 17:53
0
მე ჩემი ბათუმის მთელ თავდასხმის ხაზს ეს ერთი მირჩევნია,ირბენს მაინც))
გიუშა
13 აგვისტო 2022 16:19
0
47-ე ადგილზე ვართ ევროპის 55 ქვეყანას შორის..კორპუსები ააშენეთ კორპუსები
მადრიდისტი
13 აგვისტო 2022 13:26
1
ეს ხალხი ისე ზერელედ ეკიდება ამ ფეხბურთელს გეგონება დინამოებს პირდაპირ ლალიგა სერია ადან მოყავთ ვარსკვლავები . ამ ბიჭმა ადგა და ზაგრების ოცწლამდელებში 17 გოლი შეაგდო 13 შეხვედრაში ორივე ფეხით თანაბრად ურტყამს კამერუნის 23 წლამდე ნაკრებში 13 გოლი გაიტანა 11 თამაშში ხელფასი 6 000 დოლარი ექნება მიუხედავად იმისა ძირითადში ამ ეტაპზე არ განიხილება უფრო პერსპექტივაში. ეტაპობრივად ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს ამ ფეხბურთელიდან. ამ გუნდს ყავს საკმაოდ კარგი პატრონი რაც ესოდენ სანატრელია ჩვენი ნახევრად სამოყვარულო ლიგის გუნდებისთვის , გავა წელს ევროტურნირებზე ? გაისად უფრო ძლიერ ლეგიონერებს მოიყვანენ . ეს გუნდი იტყვის თავის სიტყვას ევროტურნირებზე.
antey
13 აგვისტო 2022 12:36
1
აღარ დაიღალეთ ამ აფრიკელებით? პირდაპირ აცრილები ხართ რა? ამოხვედით უკვე ყელში! მე მგონი, საქმე იქამდე მიდის, საქართველოს კი არა, აფრიკის ჩემპიონატი დაერქმევა, ჩვენს საფეხბურთო ჩემპიონატს!
დათო
13 აგვისტო 2022 10:59
15
რაღა საფრანგეთის ჩემპიონატი, (და ევროპა კი ქვია) სადაც სულ აფრიკელები დომინირებენ და რაღა ჩვენი.
ქართველებეს, მიაქციეთ ყურადღება!
13 აგვისტო 2022 18:01
0
ვიღაცა წერდა გაუფორმე სამწლიანი კონტრაქტიო. რა სამწლიან კონტრაქტზეა საუბარი როცა ერთი წლის ხელფასს არ აძლევენ და სამი წლის ხელფასის გადახდა ხომ აზრზე ხარ რა იქნება? ეგრევე უჩივლებენ უეფაში და ლიცენზიასაც ვეღარ აიღებს გუნდი. მერე მოკვეთავენ ჩემპიონატიდან და კარგად მეყოლეთ. არცერთ გუნდს არ აქვს საქართველოში ის ბიუჯეტი რომ 3 წლის ხელფასები წინასწარ დაგეგმოს. ესაც უფასოდ აყვანილი ფეხბურთელია და მისგან განსაკუთრებულ არაფერს არ ველოდები.
roma bejanidze
13 აგვისტო 2022 08:11
4
სპეციალურად სოკერვეიზე ვნახე ამ ბიჭის მონაცემები და ერთ თამაშიც არ აქვს ნათამაშები ასაკობრივ ნაკრებებში. არადა სოკერვეი სანდო გვერდია სტატისტიკის მხრივ. ან ჩვენი მოტყუება უნდათ ან ამათ ატყუებენ.დ.დ
სიმართლე
13 აგვისტო 2022 02:30
2
ამათ ატყუებენ უეჭველი.
master
13 აგვისტო 2022 10:20
1
ცოტაა, 3-4 ცალი მაინც უნდა ეყიდათ.))
ცოტააა, ცოტა
13 აგვისტო 2022 01:13
4
გილოცავთ. კიდევ ერთი ლამაზი ქართულ-აფრიკული ოჯახი შეიქმნება ქუთაისში. იხარე ჭერო, მოკვდი მტერო. შენ დაუკააააარ!))))))))))))
ფირუზა
13 აგვისტო 2022 01:12
10
ათამაშებენ 1 სეზონს, დაიშლება ზაფხულში გუნდი და გარბიან მერე ყაზახეთში და აზერბაიჯანში.. გაუფორმე 3 წლიანი კონტრაქტი რა !!! .. ვახ.. რთულია ???
ილია
13 აგვისტო 2022 01:08
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული