ეროვნული ლიგა. კვერნაძემ ლამაზი გოლით "თელავს" "სამგურალთან" ქულა მოუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში "თელავისა" და "სამგურალის" მატჩი 1:1 დასრულდა.

საზაფხულო პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი თელავში განახლდა, სადაც პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ჯეფერსონის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში პავიშიჩმა ჩაჭრა და წყალტუბოელები დაწინაურდნენ. 58-ე წუთზე 19 წლის გიორგი კვერნაძემ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში სტუმრები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

"სამგურალი" 37 ქულით მესამე ადგილზეა, "თელავი" კი 26 ქულით მეექვსეზე.

20 აგვისტოს „სამგურალი“ ბოლნისში „სიონს“, ხოლო 21 აგვისტოს
„თელავი“ თბილისში „გაგრას“ დაუპირისპირდება.

თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - სამგურალი 1:1
გოლები: 0:1 პავიშიჩი (45+3, საკ. კარში), 1:1 კვერნაძე (58)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ კომენტატორებს 2 წიგნის წაკითხვა არ აწყენდათ. ზედსართავ 'კარგის' მეტი რომ არაფერი გახსენდება მთელი მატჩის განმავლობაში, აშკარაა რომ სიტყვათა მარაგი არ გყოფნის.
odala
11:09 14-08-2022
0

სიახლეები პოპულარული