საზაფხულო პაუზის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატი თელავში განახლდა, სადაც პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში ჯეფერსონის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში პავიშიჩმა ჩაჭრა და წყალტუბოელები დაწინაურდნენ. 58-ე წუთზე 19 წლის გიორგი კვერნაძემ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში სტუმრები ბევრს და უშედეგოდ უტევდნენ და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.
"სამგურალი" 37 ქულით მესამე ადგილზეა, "თელავი" კი 26 ქულით მეექვსეზე.
20 აგვისტოს „სამგურალი“ ბოლნისში „სიონს“, ხოლო 21 აგვისტოს „თელავი“ თბილისში „გაგრას“ დაუპირისპირდება.
თელავი. „კავკასიონი არენა“
თელავი - სამგურალი 1:1
გოლები: 0:1 პავიშიჩი (45+3, საკ. კარში), 1:1 კვერნაძე (58)