ბათუმის "დინამომ" გორში "დილა" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ბათუმის "დინამომ" გასვლაზე "დილას" 1:0 სძლია.

"დინამო" ზაფხულის პერიოდში ლუკა კუპატაძემ, ირაკლი აზაროვმა, თორნიკე გაფრინდშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა დატოვეს, რაც გუნდისთვის სერიოზული დანაკლისია. ლიდერის სტუმრობამ გორში დიდი ინტერესი არ გამოიწვია, სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, მატჩი დიდად სანახაობრივი არ გახლდათ, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, გამარჯვება კი აჭარულმა გუნდმა მოიპოვა - გოლი მეკარე დანილო კანევცევის შეცდომის შედეგად მილან რადინმა გაიტანა.

ბათუმის „დინამო“ 50 ქულით ლიდერია, უახლოესი მდევარი თბილისის „დინამო“ ისევ 9 ქულით ჩამოიტოვა, ხოლო „დილა“ 34 ქულით
მეოთხე ადგილზე დარჩა.

20 აგვისტოს „დილა“ გასვლაზე თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდება, ბათუმის „დინამო“ კი 21 აგვისტოს „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

გორი. „თენგიზ ბურჯანაძე“
დილა - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: რადინი (81)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჰ გახდა ბათუმიც ისევ ,,ჩვეულებრივი" ქართული გუნდი. ჩიჩქნეთ ახლა ადგილობრივი ალახი
დათო
11:44 17-08-2022
0
ევროპაზე მხოლოდ პირველ ეტაპზე დამარცხებულებმა რომ შექმნათ ცალკე ლიგა? ყოველ წელს ყველაზე სუსტის ძებნა აღარ დაგჭირდებათ... გულშემატკივარსაც აღარ დააწყდება ნერვები და ყველა ერთად იქნებით!
1.2.3.4.5.6.
09:45 15-08-2022
0

სიახლეები პოპულარული