"ფეისბუქის" გვერდი FC Dinamo Batumi – News-ი იტყობინება, რომ აჭარულ გუნდში მარტვილის "მერანიდან" მეკარე ლაშა გორდულავა გადავიდა:
"მარტვილის "მერანიდან" 24 წლის მეკარე დავიმატეთ. გორდულავას აქამდე რამდენიმე გუნდში უთამაშია, მაგრამ ეროვნულ ლიგაში გამოსვლის დიდი გამოცდილება არ გააჩნია - ზუგდიდის "ოდიშში", გორის "დილაში", ლანჩხუთის "გურიაში" და ჩოხატაურის "ბახმაროში", მარტვილის "მერანში" კი 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა".
transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 50 ათასი ევროა.